ჩხოროწყუში ყველაზე დიდი ელარჯი მომზადდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მეორე რეკორდი დაამყარა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა მხატვარმა ვახტანგ აბაშიძემ მორიგი რეკორდი ზეპირ მათემატიკურ გამოთვლაში დაამყარა იოსებ ხუციშვილმა მორიგი რეკორდი დაამყარა

26 June 2013

ამერიკელმა ექსტრემალმა დიდ კანიონზე დაზღვევის გარეშე გაიარა

23 ივნისის საღამოს ამერიკელმა ნიკ ვალენდამ დიდ კანიონზე, მდინარე კოლორადოს ხეობიდან 1 500 მეტრის სიმაღლეზე გაბმულ ტროსზე დაზღვევის გარეშე გაიარა და გინესის რეკორდი დაამყარა. 5 სანტიმეტრი სისქისა და 426.72 მეტრი სიგრძის ბაგირზე დამცავი აღჭურვილობის გარეშე გავლას 34 წლის მამაკაცმა ზუსტად 22 წუთი და 54 წამი მოანდომა. იგი მოძრაობდა ნელა და სტაბილურად და თითქმის მთელი გზის განმავლობაში ლოცვებს იმეორებდა. უკანასკნელი ნაბიჯები კი სირბილითა და ხტუნვით გაიარა.

ნიკ ვალენდამ 426.72–მეტრიანი ბაგირი დაზღვევის გარეშე, 22.54 წუთში დაფარა
22 წუთიანი მოძრაობის განმავლობაში ვალენდამ მხოლოდ ორჯერ შეისვენა და ჩაიმუხლა, რადგან ხეობაში ამოვარდნილი ძლიერი ქარი ფოლადის ტროსს არხევდა. „დისქავერთან“ საუბარში მან აღნიშნა, რომ „არაპროგნოზირებადმა“ ქარმა კონტაქტური ლინზები მტვრით დაუფარა.
„ქარი ძლიერად ქროდა და მე ვცდილობდი, არ დამეკარგა კონცენტრაცია მთლიანი დროის განმავლობაში“. – განაცხადა ვალენდამ.

22–წუთიანი მოძრაობის განმავლობაში მან მხოლოდ ორჯერ შეისვენა და ჩაიმუხლა
სარეკორდო ღონისძიება პირდაპირი ეთერით მსოფლიოს 217 ქვეყანაში გადაიცემოდა. გარდა ამისა, 600–მდე გულშემატკივარი რეკორდის დამყარების პროცესს კანიონზე, სპეციალურად მოწყობილ დიდი ეკრანზე აკვირდებოდა.

ღონისძიება პირდაპირი ეთერით მსოფლიოს 217 ქვეყანაში გადაიცემოდა
ეს რეკორდი ვალენდასთვის პირველი არ არის. მანამდე მან სამჯერ მოახერხა გინესის წიგნში შესვლა: ბაგირზე ველოსიპედით დაფარა ყველაზე დიდი მანძილი – 71.63 მეტრი, ველოსიპედით გაიარა ყველაზე მაღალ ბაგირზე – 72.5 მეტრი და გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც გაიარა ნიაგარას ჩანჩქერზე გაჭიმულ ტროსზე. მისი შემდეგი მიზანი Empire State building–სა და კრაისლერის ცათამბჯენს შორის ბაგირზე გავლაა.



მომზადებულია Daily Mail–ის მიხედვით

23 June 2013

უნგრელმა ძალოსანმა 50–ტონიანი თვითმფრინავი კბილებით გაწია

გუშინ, 22 ივნისს, ბუდაპეშტის Liszt Ferenc–ის სახელობის აეროპორტში უნგრელმა ძალოსანმა ჟსოლტ სინკამ 50–ტონიანი თვითმფრინავი – Airbus A320 კბილებით 39.2 მეტრის მანძილზე გაწია. აღნიშნული ტრიუკის შესასრულებლად რეკორდსმენს მხოლოდ 52 წამი დასჭირდა.

 მსგავსი ტიპის მცდელობები სინკას წარსულშიც აქვს შესრულებული; სხვადასხვა დროს მან კბილებით გაწია მრავალი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის სახანძრო ავტომობილები და მატარებლები.

გინესის მსოფლიო რეკორდების მიხედვით, უმძიმესი საგზაო ტრანსპორტის კბილებით გაწევის რეკორდი ლუქსემბურგელ ხორხეს კრისტენს ეკუთვნის, რომელმაც 2009 წელს ჩინეთში ხალხით სავსე ავტობუსი (საერთო წონით – 9 ტონა) გადააადგილა.

უმძიმესი თვითმფრინავის გაწევის რეკორდი (კბილების გარეშე) კი კანადელმა კევინ ფესტმა ასევე 2009 წელს ონტარიოში, კანადის საჰაერო ბაზაზე დაამყარა; 9–გზის მსოფლიო რეკორდსმენმა 188.83–ტონიანი CC-177 Globemaster III 8 მეტრით გადააადგილა.



მომზადებულია Daily Mirror–ის მიხედვით

17 June 2013

ხუთგზის გინესის რეკორდსმენმა მორიგი რეკორდი დაამყარა

15 ივნისს ბარბეკში (ლოს–ანჯელესი, აშშ), საბრძოლო ხელოვნებათა ისტორიის მუზეუმში გინესის ახალი რეკორდი დამყარდა. ამერიკელმა მსახიობმა და კასკადიორმა რონ სერჩიანმა 1 საათის განმავლობაში სპეციალურ სავარჯიშო ბალიშზე ფეხით 6 012 დარტყმა შეასრულა და ამ კატეგორიაში მსოფლიო რეკორდსმენის ტიტული დაიბრუნა.

რეკორდის დამყარების პროცესი ფილმ „როკი ბალბოას“ მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა. დასარტყამი ბალიშით ერთმანეთს ეცვლებოდნენ სერჩიანის ასისტენტები – კაი გრეი და რაულ გარსია. დარტყმების რაოდენობამ წუთში 101–ს მიაღწია და 30 წუთის შემდეგ 3 ათასს გადასცდა, თუმცა რაოდენობა თანდათან კლებულობდა.

13:00 საათზე დროის დამთავრების შესახებ გამოაცხადეს და სერჩიანი იატაკზე დაეცა, საბოლოო შედეგის შეტყობის შემდეგ კი გულშემატკივრების წინაშე მუხლებზე დადგა და თქვა, რომ ამ რეკორდს მაისში გარდაცვლილ ოჯახის მეგობარს – ლოლა შიმშოკს უძღვნიდა.

„ყველაზე რთული მონაკვეთი 40 წუთის შემდეგ დაიწყო, როდესაც თავბრუსხვევა ვიგრძენი“ – აღნიშნა რონმა.

„იგი რეკორდებს მხოლოდ საკუთარი თავის გამოსაცდელად ამყარებს და არა დიდების მოსაპოვებლად, ჩემი აზრით ეს დასაფასებელია“ – განაცხადა რონის მეგობარმა, პროფესიით მწვრთნელმა ლიზა უოტსონმა.

გასული ათწლეულის განმავლობაში სერჩიანმა გინესის ხუთი რეკორდი დაამყარა, რომლებიც ძირითადად საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა. 2006 წელს ერთი საათის განმავლობაში 5 545 დარტყმა შეასრულა, თუმცა ეს მაჩვენებელი ერთი წლის შემდეგ ბრიტანელმა მრავალგზის რეკორდსმენმა ფადი დოილმა 5 750–მდე აიყვანა. ამ ღონისძიებაზე კი 49 წლის სერჩიანმა დოილის შედეგი 262 ერთეულით გააუმჯობესა და 4 წლის წინ ჩამორთმეული გინესის რეკორდსმენის ტიტული დაიბრუნა.

მომზადებულია Daily News–ის მიხედვით

16 June 2013

პერუს მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში სარეკორდო ღონისძიება გაიმართა

გუშინ, 15 ივნისს პერუში, ლიმას მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში მსჯავრდებულებმა მსოფლიო რეკორდის  დამყარება სცადეს.

ლურიგანჩოს ციხის ტერიტორიაზე თავმოყრილმა 1 200–მდე პატიმარმა აერობიკისა და ლათინური ცეკვების მოძრაობები შეასრულა. მათი მიზანი საპყრობილეში ყველაზე მეტი ადამიანის მიერ საცეკვაო ილეთების ერთდროულად შესრულება იყო.

„ღონისძიების მიზანი გინესის მსოფლიო რეკორდის დამყარება და მსოფლიოსთვის იმის ჩვენებაა, რომ შეუძლებელი არაფერია. მიუხედავად იმისა, რომ პატიმრებს თავისუფლება შეეზღუდათ, მათ არ დაუკარგავთ ცხოვრების უფლება.“ – განუცხადა საპატიმროს დირექტორმა თომას გერეიმ The Telegraph–ს.

გუშინდელი ღონისძიება ჯერჯერობით არ დაუმტკიცებია გინესის მსოფლიო რეკორდებს. მსოფლიო რეკორდის აკადემიის მიხედვით, ერთსა და იმავე ადგილზე პატიმრების მიერ შესრულებული ცეკვის რეკორდი ფილიპინის ციხის მსჯავრდებულებს ეკუთვნით.


მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით

13 June 2013

სარეკორდო გადაცურვა მედუზას ნაკბენმა ჩაშალა


მედუზას ნაკბენმა აიძულა ავსტრალიელი მოცურავე ქლოუ მაკ’კარდელი, შეეწყვიტა 11–საათიანი ცურვის მარათონი კუბიდან ფლორიდამდე. მოცურავის წარმომადგენლის განცხადებით, სპორტსმენი იძულებული გახდა, ნაადრევად დაესრულებინა მოგზაურობა „მედუზას მწვავე ნაკბენისგან დასუსტების გამო“.

„მომდევნო 24 საათის განმავლობაში იგი ენერგიას აღიდგენს და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას ცურვის გაგრძელების შესახებ“ – განაცხადა მოცურავის წარმომადგენელმა ტიმ სტეკპულმა.

ცურვის მარათონი 12 ივნისს ჰავანას სანაპიროზე დაიწყო და 100 მილით (160.93 კილომეტრი) დაშორებულ ფლორიდის სრუტეში უნდა დასრულებულიყო. მაკ’კარდელის მიზანი დამოუკიდებლად ყველაზე ხანგრძლივ ცურვაში მსოფლიო რეკორდის დამყარება იყო.

გადაცურვის ღირებულება 150 000 დოლარს შეადგენდა. მაკ’კარდელი იმედოვნებდა, რომ გამოიმუშავებდა საქველმოქმედო თანხას კიბოს კვლევისთვის, აგრეთვე ხელს შეუწყობდა აშშ–კუბის ურთიერთობის გაუმჯობესებას.

ავსტრალიელ მოცურავეს დამკვირვებელთა ორი კატარღა მიაცილებდა, რომლებშიც თანაგუნდელები და ამერიკის შეერთებული შტატების სამი უნივერსიტეტიდან წარდგენილი მეცნიერები ისხდნენ.

ავსტრალიელი სპორტსმენის განცხადებით, იგი არ იღებდა არანაირ დახმარებას და არ იყენებდა დამხმარე საცურაო აღჭურვილობას გარდა იმისა, რომ ყოველ ნახევარ საათში ბოთლით თხევადი საკვები მიეწოდებოდა.

მაკ’კარდელი აპირებდა ე.წ. „ზვიგენის ფარის“ გამოყენებას, რომელიც ელექტრომაგნიტურ იმპულსებს გამოყოფს მშიერი მტაცებლების დასაფრთხობად. თუმცა, ამ აღჭურვილობით იგი სრულიად დაუცველი აღმოჩნდა მედუზას ნაკბენისაგან.

1997 წელს ქლოუ მაკ'კარდელის თანამემამულე სუსი მარონეიმ სრუტე ზვიგენებისგან დამცავ გალიაში მოთავსებულმა გადაცურა. მას შემდეგ ჩატარდა რამდენიმე გახმაურებული მცდელობა ფლორიდის სრუტის გადასაცურად ზვიგენის გალიის გარეშე, თუმცა ყველა მათგანი წარუმატებლად დასრულდა.

 
  მომზადებულია CNN–ის მიხედვით

კალიფორნიის სანაპიროზე დაჭერილი ზვიგენი შესაძლოა რეკორდული ნადავლი აღმოჩნდეს

3 ივნისს, სამხრეთ კალიფორნიის სანაპიროზე გიგანტური ზომის ზვიგენი დაიჭირეს, რომლის სიგრძე 11 ფუტი (3.352 მეტრი), წონა კი 1 323.5 ფუნტია (600.329 კილოგრამი).

CBC Los Angeles–ის ცნობით, გიგანტური ნადავლი ტეხასელმა მეთევზემ, ჯეისონ ჯონსონმა ჰანტინგტონ ბიჩზე თევზაობისას დაიჭირა.

"მან მეოთხედი მილი გაცურა და ხუთჯერ ამოვიდა წყლიდან 20 ფუტის სიმაღლეზე. ის უდავოდ სიკვდილის მანქანა იყო. ნებისმიერი მცდარი ნაბიჯის გამო შესაძლოა ნავიდან გადავვარდნილიყავი და ოკეანის ფსკერზე აღმოვჩენილიყავი" – განუცხადა ჯეისონმა CBC–ის წარმომადგენლებს.

CBC–ის ადგილობრივი სადგურის ინფორმაციით, ზვიგენის მონაცემები ოფიციალურ მსოფლიო რეკორდად ჯერ არ არის დამტკიცებული, თუმცა გიგანტური ზომის ნადავლი ჯონსონის ცხოვრებაში უკვე დარჩა ერთ–ერთ მნიშვნელოვან ამბად.



მომზადებულია Yahoo–ს მიხედვით

ირაკლი ვეკუას მიღწევა ევერესტის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიტანეს



ქართველი სპორტსმენის – ირაკლი ვეკუას რეკორდი ევერესტის მსოფლიო რეკორდების 2013 წლის გამოცემაში შეიტანეს. ამ ორგანიზაციის მიერ აღიარებულ რეკორდსმენებს შორის ვეკუა ჯერჯერობით ერთადერთი ქართველია.

"ევერესტის მსოფლიო რეკორდების წიგნში მოხვედრა ძალიან სასიხარულოა. მიხარია, რომ ჩემმა მიღწევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ამ აღიარებამ დიდი სტიმული მომცა და სამომავლოდ ახალი რეკორდების დამყარებას ვაპირებ!" – განაცხადა სპორტსმენმა.

რეკორდი, რომელიც საერთაშორისო გამოცემაში მოხვდა, ვეკუამ 2012 წლის 4 აპრილს, საქართველის ტექნიკური უნივერსიტეტის მე–9 კორპუსის სპორტულ დარბაზში დაამყარა; მან წოლბჯენში, ცერა თითებზე ზედიზედ 30 აზიდვა შეასრულა და კანადელი დერილ ლეარიეს მიღწევა გააუმჯობესა.

ირაკლი ვეკუას საქართველოს რეკორდების ფედერაციის მხარდაჭერით წოლბჯენში აზიდვების სამი მსოფლიო რეკორდი აქვს დამყარებული, რომლებიც რეკორდსეთერის მსოფლიო რეკორდებში (ა.შ.შ.), მსოფლიო რეკორდების ხელშეწყობის ფონდში (ინდოეთი) და ევერესტის მსოფლიო რეკორდებშია (ნეპალი) შეტანილი.