16 June 2013

პერუს მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში სარეკორდო ღონისძიება გაიმართა

გუშინ, 15 ივნისს პერუში, ლიმას მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში მსჯავრდებულებმა მსოფლიო რეკორდის  დამყარება სცადეს.

ლურიგანჩოს ციხის ტერიტორიაზე თავმოყრილმა 1 200–მდე პატიმარმა აერობიკისა და ლათინური ცეკვების მოძრაობები შეასრულა. მათი მიზანი საპყრობილეში ყველაზე მეტი ადამიანის მიერ საცეკვაო ილეთების ერთდროულად შესრულება იყო.

„ღონისძიების მიზანი გინესის მსოფლიო რეკორდის დამყარება და მსოფლიოსთვის იმის ჩვენებაა, რომ შეუძლებელი არაფერია. მიუხედავად იმისა, რომ პატიმრებს თავისუფლება შეეზღუდათ, მათ არ დაუკარგავთ ცხოვრების უფლება.“ – განუცხადა საპატიმროს დირექტორმა თომას გერეიმ The Telegraph–ს.

გუშინდელი ღონისძიება ჯერჯერობით არ დაუმტკიცებია გინესის მსოფლიო რეკორდებს. მსოფლიო რეკორდის აკადემიის მიხედვით, ერთსა და იმავე ადგილზე პატიმრების მიერ შესრულებული ცეკვის რეკორდი ფილიპინის ციხის მსჯავრდებულებს ეკუთვნით.


მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით
loading...