„გინესის მსოფლიო რეკორდებმა“ პლანეტის მცხოვრებთა შორის უხუცესი მამაკაცი დაასახელა. რეკორდსმენის ტიტული ამჯერად იტალიელმა არტურო ლიკატამ გადაიბარა. 2014 წლის 28 თებერვლის მონაცემით, მისი ზუსტი ასაკი 111 წელი და 302 დღეა.
გინესის მსოფლიო რეკორდების კონსულტანტმა გერონტოლოგიის დარგში – რობერტ იანგმა შეამოწმა მონაცემები და დაადასტურა, რომ ამჟამად არტურო ლიკატა 1903 წლამდე დაბადებული ერთადერთი ცოცხალი მამაკაცია. რეკორდის დასადასტურებლად დაბადებისა და ქორწინების მოწმობები და სხვა სახელმწიფო დოკუმენტები იყო გამოყენებული.
პლანეტის უხუცესი მამაკაცი იტალიის ქალაქ ენაში (ყოფილი კასტროჯოვანი, სიცილია) 1902 წლის 2 მაისს, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. 1921 წელს, 19 წლის არტურო იტალიის არმიის რიგებს შეუერთდა, სამხედრო სამსახური 1939 წელს დაასრულა და წარმატებული ბიზნეს–კარიერა დაიწყო. ახალბედა რეკორდსმენი ამჟამად მშობლიურ ქალაქში ცხოვრობს. ყავს შვიდი შვილი, რვა შვილიშვილი და ოთხი შვილთაშვილი. მისი მეუღლე როზა 1980 წელს გარდაიცვალა, როდესაც არტურო 78 წლის იყო.
„სენიორ ლიკატა უხუცესია ამჟამად მცხოვრებ იმ სამ მამაკაცსა და 65 ქალს შორის, რომელთა ასაკიც 111 წელს აღემატება. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ გინესის ოჯახს შეემატა ადამიანი, რომელიც დაიბადა მანამ, სანამ შეიკლეტონი დაასრულებდა თავის პირველ მოგზაურობას სამხრეთ პოლუსზე, ძმები რაიტები შეასრულებდნენ პირველ ფრენას და ჰენრი ფორდი გაყიდიდა თავის პირველ T მოდელის ავტომობილს!“ – განაცხადა გინესის მსოფლიო რეკორდების მთავარმა რედაქტორმა კრეიგ გლენდეიმ.
![]() |
ხიროემონ კიმურა |
![]() |
მისაო ოკავა |
![]() |
იოჰანა მაზიბუკო |
![]() |
ჟანი ლუის კალმენტი |
მომზადებულია „გინესის მსოფლიო რეკორდების“ მიხედვით
ამ თემაზე: