გუშინ, „ფორდ მუსტანგმა“ 50 წლის იუბილე იზეიმა:
1964 წლის 17 აპრილს ამერიკული საკულტო ავტომობილს პირველი მოდელი გაყიდვაში ჩაეშვა.
გრანდიოზული იუბილე გინესის რეკორდის დამყარებით დაგვირგვინდა - ავტომწარმოებელმა მთელი
მსოფლიოდან 50,000-ზე მეტი ონლაინ მილოცვა მიიღო.
სარეკორდო აქცია ერთი კვირის წინ დაიწყო: გულშემატკივრებს
მთელი მსოფლიოდან საშუალება ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ ონლაინ კამპანიაში და პირდაპირ
„ფორდის“ ვებ-გვერდიდან ხელი მოეწერათ საიუბილეო ელექტრონულ მისალოც ბართზე.
ყველაზე აქტიური ქვეყნების ტოპ-ათეულში აშშ, კანადა,
გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, ავსტრალია, ბრაზილია, საფრანგეთი, მექსიკა და
იტალია მოხვდნენ. საერთო ჯამში კი „ფორდის“ ვებ-გვერდს გინესის რეკორდის დასამყარებლად
160 -ზე მეტი ქვეყნიდან ესტუმრნენ.
„მოხარული ვარ, რომ წილად მხვდა პატივი, დავსწრებოდი
იუბილეს და „ფორდისთვის“ გინესის რეკორდსმენის სტატუსი მიმენიჭებინა. სამომავლოდ „მუსტანგს“
მრავალ ასეთ იუბილეს და წარმატებებს ვუსურვებთ“ - განაცხადა გინესის წარმომადგენელმა
ჯოანა ჰესლინგმა.
გინესის მსოფლიო რეკორდების მიხედვით, „ფორდისთვის“
ეს პირველი რეკორდია.
მომზადებულია
Ford
Social-ის მიხედვით
ამ
თემაზე: