
22 წლის დადიანი რეკორდების წიგნებში მოხვედრას ერთ–ერთი
უიშვიათესი ფიზიკური ვარჯიშის – ე.წ. „ამპუტირებული აზიდვების“ შესრულებით აპირებს,
რომლის დროსაც ის მხოლოდ ხელებს ეყრდნობა, სხეულის დანარჩენ ნაწილს კი ყოველგვარი დამხმარე საშუალებების გარეშე, ჰორიზონტალურ
მდგომარეობაში ინარჩუნებს. ეს მოძრაობა ტანვარჯიშის ერთ–ერთი ცნობილი ელემენტის, ე.წ.
„ფლენჩის“ (Planche) სახესხვაობაა.
მსოფლიო მასშტაბით ცნობილია ამ ელემენტის შესრულების რამდენიმე შემთხვევა, თუმცა, განსაკუთრებული
სირთულის გამო, მსგავსი რეკორდი აქამდე არასოდეს დამყარებულა.
თემურ დადიანის სარეკორდო ასპარეზობა 3 აგვისტოს,
13:00 საათზე, თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე გაიმართება. გინესის მოთხოვნების შესაბამისად, თემურმა ერთი წუთის განმავლობაში მინიმუმ
10 აზიდვა უნდა შეასრულოს. რეკორდის დამყარების პროცესს საქართველოს რეკორდების ფედერაციის
მსაჯთა კომისია დააკვირდება და წარმატების შემთხვევაში ადგილზე დაადასტურებს ქართველი
ჯარისკაცის შედეგს.
თემურ
დადიანი 2011 წლის აპრილში, ISAF–ის მისიის ფარგლებში, ავღანეთში გაემგზავრა. იმავე
წლის 3 აგვისტოს, ჰელმანდის პროვინციაში პატრულირების დროს ხელნაკეთ ნაღმზე აფეთქდა
და ორივე ქვედა კიდური და მარჯვენა ხელის ნეკა თითი დაკარგა. ამჟამად მსახურობს დავით
აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში. აგრეთვე, აქტიურად
აგრძელებს ვარჯიშს და სისტემატურად მონაწილეობს სპორტის სხვადასხვა სახეობის ტურნირებში.
იხილეთ ვიდეო:
იხილეთ ვიდეო:
loading...