22 November 2014

ჩინეთში პარალელური პარკირებისა და დრიფტის რეკორდები დამყარდა (ვიდეო)

14 ნოემბერს, ჩინეთის დრიფტის ჩემპიონატზე ორი ახალი ავტორეკორდი დამყარდა. ორივე მათგანის ავტორი ექსტრემალი მძღოლი ჰენ იუ იყო, რომელმაც ე.წ. „პარალელურ პარკირებაში“ ურთულესი ტრიუკი შეასრულა და ორწლიანი პაუზის შემდეგ კვლავ დაიბრუნა რეკორდსმენის ტიტული. 

„პარალელური პარკირების“ რეკორდი გულისხმობს ავტომობილის ჩაყენებას მინიმალურ სივრცეში, ორ სხვა ავტომობილს შორის. ამ კატეგორიის რეკორდი ჰენმა პირველად 2012 წელს მოხსნა, როდესაც ავტომობილის პარკირების შემდეგ 15სმ თავისუფალი სივრცე დარჩა. ერთი წლის შემდეგ ჰენის მიღწევა ბრიტანელმა ალასტაირ მოფეტმა გააუჯობესა, 8.6 სანტიმეტრიანი რეზულტატით. ავტოსამყაროს ექსპერტების უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ მოფეტის შედეგის გაუმჯობესება შეუძლებელი იყო, თუმცა გასულ პარასკევს ჰენ იუმ 6–მილიმეტრიანი სხვაობით მოახერხა ბრიტანელის რეკორდის მოხსნა.



ჰენ იუ მხოლოდ ერთი რეკორდით არ დაკმაყოფილდა და კიდევ ერთი ურთულესი ტრიუკი შეასრულა მეგობართან, ჟენგ შენგჯანთან ერთად – ვიდრე ჰენი თავის მინიკუპერს ორ ბორბალზე ატარებდა, ჟენგმა მის გარშემო BMW M4–ით წუთში 10 წრიული მოძრაობის შესრულება მოახერხა.



ჰენ იუს განცხადებით, მისი მოტივაცია რეკორდის დასამყარებლად განაპირობა სურვილმა, დაებრუნებინა რეკორდის ტიტული ჩინეთში და დაემტკიცებინა, რომ მის სამშობლოში მსოფლიოს საუკეთესო მძღოლები ცხოვრობენ.

მასალა მომზადებულია „გინესის მსოფლიო რეკორდების“ მიხედვით

ამ თემაზე:








loading...