26 November 2014

SMS–რეკორდი მოხსნილია: თინეიჯერმა 25 სიტყვა 17 წამში აკრიფა

17 წლის მარსელ ფერნანდეს ფილჰომ მოკლე ტექსტური შეტყობინების აკრეფაში საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. ბრაზილიელმა მოზარდმა 160 სიმბოლოსგან შედგენილი ტექსტი 17 წამში აკრიფა. ახალი რეკორდის დასამყარებლად მან Iphone 6–ის სენსორული ეკრანი გამოიყენა.

რეკორდის მოსახსნელად ფილჰოს უშეცდომოდ უნდა აეკრიფა შემდეგი ტექსტი: „The razor-toothed piranhas of the genera Serrasalmus and Pygocentrus are the most ferocious freshwater fish in the world. In reality they seldom attack a human.“

წინა რეკორდზე, რომელიც 25 აპრილს ნიუ–იორკში გაიმართა, მარსელმა იგივე ტექსტი 18.19 წამში აკრიფა. მაშინ მან Samsung Galaxy S4–ის მობილური ტელეფონი გამოიყენა, რომელზეც კომპანია Fleksy–ის კლავიატურის აპლიკაცია იყო დაინსტალირებული. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ Fleksy–მ უზრუნველყო ბრაზილიელი მოზარდის გადაფრენა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რეკორდის დასამყარებლად.

აღსანიშნავია, რომ ფილოჰოს წინამორბედი ინდოელი გაურავ შარმა იყო, რომელმაც გინესის რეკორდსმენის ტიტული 15 წლის ასაკში მიიღო – სტანდარტული SMS–ის დაწერას მან ზუსტად 18.44 წამი მოანდომა. შარმას რეკორდს კომპანია „მაიკროსოფტი“ უჭერდა მხარს.


მასალა მომზადებულია „IBN LIVE“–ის მიხედვით

loading...