18 February 2015

ალტერნატიული რეკორდების წიგნში კიდევ ხუთი ქართველი მოხვდა

უმაღლესი მიღწევების ერთ–ერთი ყველაზე ავტორიტეტული გამოცემის – ალტერნატიული რეკორდების წიგნის“ აღიარება კიდევ ხუთმა ქართველმა რეკორდსმენმა: ანა ლომინაძემ, თემურ დადიანმა, კუკური სალბიშვილმა, არტაშეს ელბაქიანმა და გიორგი როსტომაშვილმა მოიპოვა. მანამდე, ზემოაღნიშნული წიგნის მონაცემთა ბაზაში მხოლოდ დავით ბეგიაშვილის რეკორდები იყო შეტანილი.

ამ დროისათვის „ალტერნატიული რეკორდების წიგნში“ საქართველოდან შვიდი მსოფლიო რეკორდია წარმოდგენილი. ყველა მათგანი საქართველოს რეკორდების ფედერაციის მიერ გაგზავნილი დოკუმენტების საფუძველზე დამტკიცდა. სპორტსმენებმა გერმანიიდან უკვე მიიღეს მათი მიღწევების დამადასტურებელი სერტიფიკატები.

გთავაზობთ „ალტერნატიული რეკორდების წიგნში“ შეტანილი ქართული რეკორდების სრულ სიას:

ხელფეხშეკრულ მდგომარეობაში ცურვა ყველაზე დიდ მანძილზე:  2012 წლის 30 აგვისტოს, 17 წლის ასაკში, ანა ლომინაძემ ხელფეხშეკრულ მდგომარეობაში შეუსვენებლად  გადაცურა დარდანელის სრუტის 5.5–კილომეტრიანი მონაკვეთი. იხილეთ ვიდეო

rekordi curvashi

აზდვები „ფლენჩის“ პოზიციაში: 2014 წლის 3 აგვისტოს, თავდაცვის სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე, ამპუტირებულმა სამხედრო მოსამსახურე თემურ დადიანმა ერთ წუთზე ნაკლებ დროში (38.25 წამში) შეასრულა 36 აზიდვა ე.წ. „ფლენჩის“ (Planche) პოზიციაში. იხილეთ ვრცლად

amputirebuli azidvebi

აზიდვები „ბაკასანას“ პოზიციაში: 2014 წლის 16 სექტემბერს, ქართველმა მსჯავრდებულმა კუკური სალბიშვილმა იოგას პოზაში – „ბაკასანა“ ზედიზედ 42 აზიდვა შეასრულა. ღონისძიება ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩატარდა. იხილეთ ვრცლად

Smiley facekukuri salbishvili msjavrdebuli rekordsmeni

ტურნიკზე შესრულებული ყველაზე მეტი ბრუნი: 2013 წლის 1 დეკემბერს, რაბათის ციხეზე გამართულ სარეკორდო ღონისძიებაზე ახალციხის მკვიდრმა არტაშეს ელბაქიანმა ჰორიზონტალურ ძელზე – ტურნიკზე ზედიზედ 401 ბრუნი შეასრულა. იხილეთ ვრცლად

artashes elbaqiani turnikze

25–კილოგრამიანი ტვირთის „ფლიპინგი“: 2014 წლის 23 იანვარს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის დილის გადაცემაში გიორგი როსტომაშვილმა ავსტრალიელი სპორტსმენის მსოფლიო რეკორდი მოხსნა ე.წ. „ფლიპინგში“: მან ცალი ხელით, ერთ წუთში, 25 კგ. წონის ტვირთი ნახევარწრიული (1800–იანი) ბრუნით ჰაერში 29–ჯერ ააგდო და დაიჭირა. იხილეთ ვრცლად

giorgi rostomashvili

მუცლის პრესის ვარჯიში 5 წუთში: 2012 წლის 19 ნოემბერს დავით ბეგიაშვილმა მუცლის პრესის ვარჯიშში შეუსვენებლად 268 მოძრაობა შეასრულა. იხილეთ ვიდეო

davit begiashvilis rekordi

მუცლის პრესის ვარჯიში 30 წუთში: 2011 წლის 25 ივლისს დავით ბეგიაშვილმა მუცლის პრესის ვარჯიშში შეუსვენებლად 1 430 მოძრაობა შეასრულა და ამერიკელი გაი სკოტის რეკორდი მოხსნა. სკოტის საუკეთესო შედეგი 1 337 მოძრაობა იყო. იხილეთ ვიდეო
davit begiashvili presebi

„ალტერნატიული რეკორდების წიგნი“ საქართველოს რეკორდების ფედერაციის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი ორგანიზაციაა. გინესის წიგნის შემდეგ ის სიდიდით მეორე მონაცემთა ბაზაა მსოფლიოში. წიგნის ბეჭდური ვერსია პირველად 1984 წელს, გერმანიაში გამოიცა.

ამ თემაზე:

„ყველაზე უცნაური რეკორდების კრებულში ორი ქართველის შედეგები მოხვდა (ვიდეო)“

loading...