03 February 2015

ვახტანგ აბაშიძე სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს შეხვდა

27 იანვარს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, თვითნასწავლმა მხატვარმა და რეკორდსმენმა ვახტანგ აბაშიძემ აკადემიის სტუდენტებთან და პროფესორებთან შეხვედრა გამართა. ღონისძიების ორგანიზატორი დიზაინის ფაკულტეტის სამრეწველო დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელი – ასოცირებული პროფესორი ჯუმბერ ბეჭვაია იყო.

ვახტანგ აბაშიძემ დამსწრე საზოგადოებას ფერების აღქმის მისეული ხედვა გააცნო და საკუთარი ნამუშევრები წარუდგინა. შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა, ღონისძიების დასრულების შემდეგ კი აკადემიის პროფესორებისგან უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა:


„დღევანდელი ღონისძიება გამორჩეული და განსაკუთრებული იყო. მიხარია, რომ ამ შეხვედრის ორგანიზატორი მე ვიყავი. საქართველოში გამოჩნდა  ადამიანი, რომელიც გამოირჩევა სრულიად უნიკალური მონაცმებით, სრულიად უნიკალური უნარით და შეუძლებელი იქნებოდა, ეს ფაქტი ყურადღების გარეშე დარჩენილიყო. დიდი ინტერესით ვადევნებთ თვალყურს მის შემდგომ მუშაობას“ – განაცხადა ჯუმბერ ბეჭვაიამ.


„საკვირველია, რასაც ის აკეთებს. ძნელია მისი შემოქმედება ჩარჩოებში ჩასვა. მე შოკირებული ვარ ამ ნამუშევრებით, არა რაოდენობის, არამედ მხატვრული ღირებულების გამო. ვთვლი, რომ თითქმის 70% წმინდა წყლის მხატვრობაა“ – აღნიშნა აკადემიის მოწვეულმა პროფესორმა სოსო ასათიანმა.

ვახტანგ აბაშიძე ხელოვნების სფეროში ერთდროულად ორ მსოფლიო რეკორდს ფლობს: მიუხედავად იმისა, რომ სამხატვრო განათლება არასოდეს მიუღია, შექმნილი აქვს საყოფაცხოვრებო ავეჯის 5 383 ესკიზი (A4 ზომის ფურცლებზე) და 10 000–ზე მეტი აბსტრაქტული ნახატი (ციფრულ ფორმატში). თითოეული რიცხობრივი პარამეტრი დაფიქსირებულია საქართველოს რეკორდების ფედერაციის მიერ. მხატვრული ნიჭის გარდა, ვახტანგ აბაშიძე განსაკუთრებული მეხსიერებითი უნარით გამოირჩევა და ფლობს არაოფიციალურ რეკორდს 7–ციფრიანი რიცხვების ზეპირ გამრავლებაში.

იხილეთ ღონისძიების ფოტოები და ვიდეო:



ამ თემაზე:





loading...