გუშინ – 14 მარტს
არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მსოფლიო რეკორდი დაფიქსირდა: პლანეტის ყველაზე მაღალი
შენობის – „ბურჯი ხალიფას“ სახურავიდან ვიდეოკამერებით აღჭურვილი არწივის ფრენა განხორციელდა.
ღონისძიება ექსკლუზიურად ტელეკომპანია BBC–ის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
არწივი, სახელად დარშანი „ბურჯი
ხალიფას“ 830–მეტრიანი ცათამბჯენიდან აფრინდა და სპეციალურად მოწყობილ მოედანზე, მწვრთნელისა
და დამსწრე საზოგადოების თვალწინ უვნებლად დაეშვა. ფრენის განმავლობაში გადაღებულ კადრებს
ტელეკომპანია BBC ავრცელებს.
სარეკორდო ფრენა ბუნების დამცველთა ორგანიზაცია „Freedom
Conservation“–ის ინიციატივით განხორციელდა და გადაშენების პირას მყოფი ინდივიდების
დაცვას ისახავს მიზნად. ორგანიზაციის დირექტორის – რონალდ მენზელის განცხადებით, პროექტს
მხარს უჭერს დუბაის პრინცი.
მასალა მომზადებულია „BBC News“–ის მიხედვით
ამ თემაზე:
„რუსმა ექსტრემალებმა ჩინეთის ყველაზე მაღალი ცათამბჯენი დალაშქრეს“
„ძაღლმა სკუტერის მართვაში გინესის რეკორდი დაამყარა“
„კალიფორნიის სანაპიროზე დაჭერილი ზვიგენი შესაძლოა რეკორდული ნადავლი აღმოჩნდეს“