ჩხოროწყუში ყველაზე დიდი ელარჯი მომზადდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მეორე რეკორდი დაამყარა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა მხატვარმა ვახტანგ აბაშიძემ მორიგი რეკორდი ზეპირ მათემატიკურ გამოთვლაში დაამყარა იოსებ ხუციშვილმა მორიგი რეკორდი დაამყარა

10 April 2015

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელმა ორი რეკორდი მოხსნა

გლდანის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის ინსპექტორმა, იუსტიციის უმცროსმა ლეიტენანტმა, 44 წლის ბადრი ჯიქურაულმა აზიდვებში ორი რეკორდი დაამყარა. ღონისძიება 7 აპრილს, სასჯელაღსრულების დაწესებულების სპორტულ დარბაზში გაიმართა.

თავდაპირველად ჯიქურაულმა 27.9 კგ წონის ტვირთით ერთ წუთში 57 აზიდვა შეასრულა. მანამდე, ამ სახეობაში საუკეთესო შედეგი – 50 აზიდვა ავსტრალიელ ნილ ბრაიანტს ეკუთვნოდა.  შემდეგ ჯერზე კი იგივე ვარჯიში 36.28–კილოგრამიანი ზურგჩანთით გაიმეორა: ერთი წუთის განმავლობაში 39–ჯერ აიზიდა და ბრიტანელი პედი დოილის შედეგი ერთი აზიდვით გააუმჯობესა.


ბადრი ჯიქურაულის შედეგები საქართველოს რეკორდების ფედერაციის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს. მასალები უახლოეს მომავალში საერთაშორისო ორგანიზაციებს გაეგზავნება დასამტკიცებლად.

ბადრი ჯიქურაული 1970 წელს, დუშეთის რაიონში დაიბადა. ვარჯიში ადრეულ ასაკში დაიწყო, 1990 წელს კი ძალოსნობაში სპორტის ოსტატის წოდება მიენიჭა. 1992–2000 წლებში მუშაობდა დუშეთის რაიონის შს სამმართველოს კრიმინალური პოლიციის სისხლის სამართლის სამძებროს განყოფილების ინსპექტორად. 2013 წლიდან დღემდე მუშაობს გლდანის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სამართლებრივი რეჟიმის ინსპექტორის პოზიციაზე.



ამ თემაზე: