დღეს ფაშიზმზე
გამარჯვების 70–ე წლისთავი აღინიშნება. მეორე მსოფლიო ომი ყველაზე მასშტაბურ და სისხლისმღვრელ
კონფლიქტად მიიჩნევა, გინესის წიგნში კი ოფიციალურად არის შეტანილი, როგორც ყველაზე
ძვირადღირებული ომი კაცობრიობის ისტორიაში.
გინესის წიგნის ინფორმაციით, მეორე მსოფლიო ომის ფინანსური
ხარჯები აჭარბებს ისტორიაში არსებული ყველა სხვა ომის ერთად აღებულ ხარჯებს და $1500
000 000 000–ს (ერთნახევარ ტრილიონ ამერიკულ დოლარს) შეადგენს.
1959 წლის მაისის მონაცემების თანახმად, საბჭოთა კავშირის
მატერიალურმა დანაკარგმა 2.5 მილიონი რუბლი შეადგინა, მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებული
შტატების ხარჯი 530 მილიარდი დოლარით განისაზღვრა. დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში დანახარჯმა
34.42 გირვანქა სტერლინგი შეადგინა, რაც 49.43 დოლარის ექვივალენტია. ეს თანხა 5–ჯერ
აჭარბებს პირველი მსოფლიო ომის დროს გაწეულ ხარჯს – 6.7 მილიარდ გირვანქა სტერლინგს
და 158.6–ჯერ მეტია 1899–1902 წლების ბურების ომის ხარჯებზე (217 მილიონი გირვანქა
სტერლინგი).
მეორე
მსოფლიო ომში 72 ქვეყანა იყო ჩართული, საბრძოლო მოქმედებები კი 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე
მიმდინარეობდა. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, შეიარაღებულ ძალებში 110 მილიონი
ადამიანი იყო მობილიზებული, მათგან ომში დაიღუპა 62 მილიონი. მხოლოდ საბჭოთა კავშირიდან
მსხვერპლის რაოდენობამ 27 მილიონი შეადგინა. მეორე მსოფლიო ომს საქართველოდან 300
000–მდე ადამიანი ემსხვერპლა.
loading...