ჩხოროწყუში ყველაზე დიდი ელარჯი მომზადდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მეორე რეკორდი დაამყარა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა მხატვარმა ვახტანგ აბაშიძემ მორიგი რეკორდი ზეპირ მათემატიკურ გამოთვლაში დაამყარა იოსებ ხუციშვილმა მორიგი რეკორდი დაამყარა

26 June 2015

ტურნიკზე მიზიდვაში ახალი მიღწევა დაფიქსირდა – არის თუ არა გინესის მიერ აღიარებული შედეგი ნამდვილი მსოფლიო რეკორდი?!

გინესის რეკორდსმენი ტურნიკზე მიზიდვაში
25 წლის სინგაპურელი იო კიმ იონგი ტურნიკზე (ჰორიზონტალურ ძელზე) მიზიდვაში გინესის რეკორდსმენი გახდა. ამ ტიტულის მოსაპოვებლად მან ერთი წუთის განმავლობაში 44 მიზიდვა შეასრულა. აღსანიშნავია, რომ გინესის მიერ დაფიქსირებული ეს შედეგი მნიშვნელოვანი სხვაობით ჩამორჩება ფაქტობრივ მსოფლიო რეკორდს, რომელიც სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ არის აღიარებული.

სინგაპურელი სპორტსმენის შედეგს მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების (Daily Mail, The Straits Times) გამოხმაურება მოჰყვა, გინესის მსოფლიო რეკორდების რედაქციამ კი რეკორდის დამყარების ამსახველი ვიდეომასალა და იონგთან ჩაწერილი ექსკლუზიური ინტერვიუ გაავრცელა.


„იო კიმ იონგმა დაამსხვრია წინა რეკორდი და ტურნიკზე 44 მიზიდვის შესრულებით მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე სასურველი ტიტული მოიპოვა. სინგაპურელმა ძალოსანმა წინა რეზულტატის – 42 მიზიდვის გაუმჯობესება ერთწლიანი მძიმე ფიზიკური ვარჯიშის შედეგად მოახერხა“ – ნათქვამია სტატიაში.

გინესის მსოფლიო რეკორდების აღიარების მიუხედავად, სინგაპურელი ძალოსნის რეზულტატი კონკურენციას ვერ უწევს რუსი ვიტალი კულიკოვის მიღწევას, რომელმაც 60 წამის განმავლობაში 59 მიზიდვის შესრულება მოახერხა და ამ შედეგით ავტორიტეტული ორგანიზაციების აღიარებები მოიპოვა. კულიკოვის რეკორდი შეტანილია „ალტერნატიული რეკორდების წიგნისა“ და რეკორდსმენთა საერთაშორისო კლუბ „საქსონიას“ მონაცემთა ბაზებში. იხილეთ ვიტალი კულიკოვის რეკორდის ვიდეო:


შეგახსენებთ, რომ გინესის მსოფლიო რეკორდების ვერსიით, ერთ წუთში ტურნიკზე მიზიდვის რეკორდი ამ დრომდე ამერიკის მოქალაქე დევიდ ბარდონს ეკუთვნოდა 42 ერთეულით, მისი წინამორბედი კი მისივე თანამემამულე რონალდ კუპერი იყო, რომელმაც 2012 წელს გინესის რეკორდსმენის წოდება წუთში 36 მიზიდვის შესრულებით მიიღო.

ამ თემაზე:


16 June 2015

გიორგი მათურელმა მეხუთე რეკორდი დაამყარა

გიორგი მათურელი ამყარებს რეკორდს მუშტებზე აზიდვაში
ოთხგზის მსოფლიო რეკორდსმენმა, 28 წლის გიორგი მათურელმა მუშტებზე აზიდვაში მორიგი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ასპარეზობა 13 ივნისს, თიანეთში ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე გაიმართა, რომლის ერთ–ერთი მეჩირაღდნე თავად გიორგი მათურელი იყო. ღონისძიებას თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლელა ქიტესაშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრულ საქმეთა კომიტეტის წევრები – შოთა ხაბარელი და დავით ლორთქიფანიძე ესწრებოდნენ.

რეკორდის დასამყარებლად გიორგი მათურელს დამატებითი 45–კილოგრამიანი ტვირთით (100 ბრიტანული ფუნტის ექვივალენტი) მუშტებზე მაქსიმალური რაოდენობის აზიდვა უნდა შეესრულებინა. მოქმედი რეკორდი – 28 აზიდვა, შსს-ს სპეციალური ოპერაციების ცენტრის თანამშრომელს – ჟანრი ნოდიას ეკუთვნოდა, მანამდე კი რეკორდსმენის ტიტულებს ფრანგი და ამერიკელი სპორტსმენები ფლობდნენ.

საქართველოს რეკორდების ფედერაცია თიანეთში

თიანელმა რეკორდსმენმა ამჯერადაც წარმატებით გაართვა თავი დასახულ მიზანს – რეკორდისთვის საჭირო რაოდენობას ერთ წუთზე ნაკლებ დროში გადააჭარბა, თუმცა მისთვის განკუთვნილი დრო მთლიანად გამოიყენა და საბოლოო ჯამში 38 მოძრაობა შეასრულა. საქართველოს რეკორდების ფედერაციის წარმომადგენლებმა ადგილზე დააფიქსირეს თიანელი სპორტსმენის შედეგი.

„ამ რეკორდისთვის ერთი წლის განმავლობაში ვემზადებოდი. ხალხის მხარდაჭერით შევძელი, დავამყარე რეკორდი. მხარდაჭერისთვის მადლობა მინდა გადავუხადო თიანეთის გამგეობას, ბატონ ზაქარია ქუცნაშვილსა და რეკორდების ფედერაციას!“ – აღნიშნა რეკორდის დამყარების შემდეგ გიორგი მათურელმა.

როგორც ვიცი გიორგი ახალი რეკორდის დამყარებას უახლოეს მომავალში აპირებს, სავარაუდოდ ეს მოხდება თიანეთობის დღესასწაულზე ამავე წელს და ჩვენ მაქსიმალურად მხარში დავუდგებით მას, რომ ახალი შედეგით წარმოაჩინოს საკუთარი რაიონი და ქვეყანა მსოფლიო მასშტაბით!“ – განაცხადა საქართველოს რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ბეგიაშვილმა.

ქართველი რეკორდსმენები: გიორგი როსტომაშვილი, გიორგი მათურელი, ირაკლი ვეკუა, დავით ბეგიაშვილი

გიორგი მათურელი 1987 წლის 1 იანვარს, თიანეთში დაიბადა. 2013 წლიდან დღემდე დამყარებული აქვს ხუთი მსოფლიო რეკორდი მუშტებზე აზიდვაში (ცალ ხელზე, ორივე ხელზე, დამატებითი სიმძიმით). აქედან ოთხი – თიანეთში გამართულ სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებებზე, ერთი კი თბილისში, საქართველოს რეკორდების ფედერაციის მიერ ორგანიზებულ „აზიდვების შეჯიბრზე“, როდესაც 31–კილოგრამიანი ზურგჩანთით წუთში 48 აზიდვა შეასრულა და 9 მონაწილეს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა.

ამ თემაზე:

„გიორგი მათურელი ახალი რეკორდის დამყარებას შეეცდება“

„აზიდვების შეჯიბრზე ახალი მსოფლიო რეკორდი დამყარდა“

„2014 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები“

„ქართველი რეკორდსმენების მორიგი წარმატება“

13 June 2015

გიორგი მათურელი ახალი რეკორდის დამყარებას შეეცდება

გიორგი მათურელის რეკორდი – მუშტებზე აზიდვა
თიანეთში მცხოვრები ოთხგზის მსოფლიო რეკორდსმენი გიორგი მათურელი მუშტებზე აზიდვაში ახალი რეკორდის დამყარებას შეეცდება. მისი მიზანი კიდევ ერთი ქართველი რეკორდსმენის – ჟანრი ნოდიას შედეგის გაუმჯობესებაა. სარეკორდო ასპარეზობა თიანეთში დღეს, 18:00–საათზე, ოლიმპიური ცეცხლის შესვლის აღსანიშნავად გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე გაიმართება, რომლის ერთ–ერთი მეჩირაღდნე თავად გიორგი მათურელი იქნება.

28 წლის გიორგი მათურელმა რეკორდის მოსახსნელად  45–კილოგრამიანი ზურგჩანთით ერთი წუთის განმავლობაში მუშტებზე აზიდვების მაქსიმალური რაოდენობა უნდა შეასრულოს. ამ სახეობაში მოქმედი მსოფლიო რეკორდი – 28 აზიდვა შსს-ს სპეციალური ოპერაციების ცენტრის თანამშრომელ ჟანრი ნოდიას ეკუთვნის (იხილეთ ვიდეო), მანამდე კი საუკეთესო შედეგს საფრანგეთისა და აშშ–ს მოქალაქეები ფლობდნენ.

გიორგი მათურელის ასპარეზობას საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯთა კომისია დააკვირდება და ადგილზე დააფიქსირებს მიღებულ შედეგს.

გიორგი მათურელი 1987 წლის 1 იანვარს, თიანეთში დაიბადა. 2013 წლიდან დღემდე დამყარებული აქვს ოთხი რეკორდი მუშტებზე აზიდვაში (ცალ ხელზე, ორივე ხელზე, დამატებითი სიმძიმით). მათ შორის ერთი – 2014 წლის 26 მარტს, საქართველოს რეკორდების ფედერაციის მიერ გამართულ „აზიდვების შეჯიბრზე“ დააფიქსირა, როდესაც 31 კგ წონის ზურგჩანთით წუთში 48 აზიდვა შეასრულა და 9 მონაწილეს შორის პირველი ადგილი დაიკავა.

ამ თემაზე:



07 June 2015

კაპრალმა თემურ დადიანმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა

თემურ დადიანი და ალეკო გითოლენდია გინესის მსოფლიო რეკორდების სერტიფიკატით
ავღანეთში დაჭრილმა კაპრალმა თემურ დადიანმა აზიდვაში საკუთარი მსოფლიო რეკორდი მოხსნა – მან ერთი წუთის განმავლობაში 44 აზიდვა შეასრულა და წინა შედეგი 8 ერთეულით გააუმჯობესა. ჯარისკაცს წარმატება თავდაცვის მინისტრმა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა მიულოცეს.

თემურ დადიანი გინესის რეკორდსმენი ქართველი ჯარისკაცია, რომელმაც ორივე ფეხი და მარჯვენა ხელის ნეკა თითი ავღანეთში ნაღმზე აფეთქების შედეგად დაკარგა, გასულ წელს კი ე.წ. „ამპუტირებული აზიდვების“ შესრულებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა. დღევანდელ ასპარეზობაზე საკუთარი შედეგის გასაუმჯობესებლად მას 36–ზე მეტი მოძრაობა უნდა შეესრულებინა.

თემურ დადიანი ამყარებს გინესის რეკორდს

სარეკორდო ღონისძიება თავისუფლების მოედანზე, მარათონული ტიპის გარბენის – „ერთად ვიმარჯვებთ“ დასრულების შემდეგ გაიმართა. დროის  ერთწუთიან მონაკვეთში თემურ დადიანმა 45 აზიდვა შეასრულა, თუმცა ერთი მოძრაობა არასრულად შეფასდა საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯთა კომისიამ სარეკორდო შედეგად 44 აზიდვა დაფიქსირდა.

ასპარეზობის შემდეგ, თემურ დადიანი პირველი რეკორდის დამადასტურებელი სერტიფიკატებით დაჯილდოვდა. ჯარისკაცს სერტიფიკატები გადასცეს მსოფლიო რეკორდსმენებმა – ანა ლომინაძემ და კუკური სალბიშვილმა, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ. ღონისძიება ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის კონცერტით დასრულდა.

საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე აჯილდოებს თემურ დადიანს

გენშტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე გადასცემს სერტიფიკატს თემურ დადიანს

თავდაცვის მინისტრმა თემურ დადიანს გინესის მსოფლიო რეკორდების სერტიფიკატი გადასცა

თემურ დადიანი ამჟამად დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მსახურობს. პარალელურად სწავლობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. აგრეთვე, წარმატებულად ასპარეზობს ფარიკაობაში და აქტიურად ემზადება 2016 წლის პარაოლიმპიური თამაშებისთვის.

ამ თემაზე:






06 June 2015

ავღანეთში დაჭრილი თემურ დადიანი საკუთარი რეკორდის მოხსნას შეეცდება

temur-dadiani-ginesis-rekordsmeni-thumb-up
ავღანეთში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე – 23 წლის თემურ დადიანი აზიდვაში საკუთარი მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესებას შეეცდება. ღონისძიება 7 ივნისს, 12:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე ჩატარდება. ორგანიზატორები არიან: საქართველოს რეკორდების ფედერაცია და თავდაცვის სამინისტრო.

შეგახსენებთ, რომ თემურ დადიანი 2011 წლის 3 აგვისტოს ავღანეთში ხელნაკეთ ნაღმზე აფეთქდა და ორივე ფეხი და მარჯვენა ხელის ნეკა თითი დაკარგა, აფეთქებიდან ზუსტად სამი წლისთავზე კი უპრეცედენტო მსოფლიო რეკორდი დაამყარა: ერთ წუთზე ნაკლებ დროში 36–ჯერ აიზიდა ე.წ. „ფლენჩის“ (Planche) პოზიციაში. ვარჯიშის შესრულების დროს იგი მხოლოდ ხელებს ეყრდნობოდა, სხეულის დანარჩენ ნაწილს კი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, იატაკის პარალელურად ინარჩუნებდა.


ქართველი ჯარისკაცი ამჯერად საკუთარი რეზულტატის გასაუმჯობესებლად ემზადება: მიზნის მისაღწევად მან ერთ წუთში 36–ზე მეტი აზიდვა უნდა შეასრულოს. დადიანის ასპარეზობას საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯთა კომისია დააკვირდება.

თემურ დადიანი ამჟამად დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მსახურობს. პარალელურად სწავლობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. აგრეთვე, წარმატებულად ასპარეზობს ფარიკაობაში და აქტიურად ემზადება 2016 წლის პარაოლიმპიური თამაშებისთვის.

ამ თემაზე: