ჩხოროწყუში ყველაზე დიდი ელარჯი მომზადდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მეორე რეკორდი დაამყარა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა მხატვარმა ვახტანგ აბაშიძემ მორიგი რეკორდი ზეპირ მათემატიკურ გამოთვლაში დაამყარა იოსებ ხუციშვილმა მორიგი რეკორდი დაამყარა

19 October 2015

ქართველმა რეკორდსმენებმა მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს

rekordsmenta respublikis sertifikati - davit jorjoliani
საქართველოს რეკორდების ფედერაციის შვიდმა სპორტსმენმა მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა: გიორგი როსტომაშვილი, კუკური სალბიშვილი, ლევან ბერუაშვილი, გიორგი მათურელი,  ნოდარ ცალუღელაშვილი, ირაკლი ვეკუა და დავით ჟორჟოლიანი ახლა უკვე ოფიციალურად ფლობენ ბრიტანული ორგანიზაციის – „რეკორდსმენთა რესპუბლკის“ (Record Holders Republic) მსოფლიო რეკორდსმენის ტიტულებს. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე საქართველოს RHR–ის მიერ სერტიფიცირებული რეკორდსმენი არ ჰყოლია.

„რეკორდსმენთა რესპუბლიკის“ მონაცემთა ბაზაში ის რეკორდები მოხვდა, რომელიც ქართველებმა მიმდინარე წლის ივლისში „რეკორდსმენთა რესპუბლიკის თასზე“ (RHR Cup) დაამყარეს. გარდა ამისა, შეჯიბრის შედეგებს დაემატა გიორგი მათურელისა და ნოდარ ცალუღელაშვილის ორი რეკორდიც, რომელიც 9 აგვისტოს, „თიანეთობა 2015–ის“ სადღესასწაულო ღონისძიებაზე დაფიქსირდა. საერთო ჯამში, „რეკორდსმენთა რესპუბლიკის თასზე“ საქართველოს რეკორდების ფედერაციამ გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა, ინდივიდუალური შედეგებით კი უმაღლესი შეფასება გიორგი როსტომაშვილმა მიიღო.

„რეკორდსმენთა რესპუბლიკა“ უმაღლესი მიღწევების მარეგისტრირებელი ერთ–ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციაა. დაარსდა 2001 წელს, დიდ ბრიტანეთში. ორგანიზაციის ხელმძღვანელობით დღემდე განხორციელდა რამდენიმე სატელევიზიო შოუ და გამოიცა რეკორდების წიგნი, სახელწოდებით „დაიჯერე დაუჯერებელი!“ (Believe the Unbelievable!). ამჟამად ორგანიზაციას დანიშნული წარმომადგენლები ჰყავს აშშ–ში, ავსტრალიასა და აზიის ქვეყნებში. მიმდინარე წლის 1–ელ ივლისს საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯი დავით ხარატიშვილი საქართველოში „რეკორდსმენთა რესპუბლიკის“ რეგიონალურ პრეზიდენტად დაინიშნა.

ამ თემაზე:

„ქართველი რეკორდსმენების წარმატება „რეკორდსმენთა რესპუბლიკის თასზე“

„ქართველმა რეკორდსმენებმა 3 დღეში 18 რეკორდი დაამყარეს“

„ქართველი რეკორდსმენები „რეკორდსმენთა რესპუბლიკის თასზე“ იასპარეზებენ“

„დავით ხარატიშვილი საქართველოში „რეკორდსმენთა რესპუბლიკის“ წარმომადგენლად დაინიშნა“

08 October 2015

WOWSA დაჭრილი ქართველი ჯარისკაცების შესახებ სტატიას აქვეყნებს

ალეკო გითოლენდია და თემურ დადიანი
ღია წყალში ცურვის მსოფლიო ასოციაციამ (WOWSA) ავღანეთში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცების – ალეკო გითოლენდიასა და თემურ დადიანის შესახებ სტატია მოამზადა. ვრცელი პუბლიკაცია ასოციაციის ბლოგზე გუშინ, 7 ოქტომბერს გამოქვეყნდა. საქართველოს რეკორდების ფედერაცია გთავაზობთ სტატიის სრულ თარგმანს:




ალეკო გითოლენდია იღებს მაგალითს მეგობრისგან

თემურ დადიანი და ალეკო გითოლენდია ამპუტირებული ქართველი ჯარისკაცები არიან, რომლებიც ავღანეთში, ISAF–ის მისიაში მონაწილეობის დროს დაშავდნენ: ხელნაკეთ ნაღმზე აფეთქების შედეგად მათ ორივე ფეხი დაკარგეს, აგრეთვე, მნიშვნელოვნად დაუზიანდათ მთელი სხეული.

თუმცა ისინი არ დანებდნენ და აღიდგინეს ძალები!

კაპრალმა თემურ დადიანმა 2014 წლის 3 აგვისტოს, აფეთქებიდან ზუსტად 3 წლის შემდეგ, ფლენჩის პოზიციაში აზიდვების შესრულებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა და გინესის აღიარება მოიპოვა, ერთი წლის შემდეგ კი საკუთარი რეკორდი მოხსნა საქველმოქმედო მარათონზე, სახელად – ერთად ვიმარჯვებთ.

ალეკო გითოლენდია ყოველთვის გულშემატკივრობდა მეგობარს, თუმცა თვითონ არასოდეს უფიქრია რეკორდის დამყარებაზე. თემურის წარმატებებმა მას მისცა მოტივაცია, თვითონაც მიეღწია რაიმე განსაკუთრებული შედეგისთვის.

აშშ–ში მკურნალობის დროს საათობით მიწევდა საცურაო აუზზე ყოფნა და დიდი მანძილის გაცურვა შეუსვენებლად. მაშინ ამას მხოლოდ ჯანმრთელობისთვის ვაკეთებდი. როდესაც თემურმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა, მაშინ გავაცნობიერე, რომ მეც შემეძლო მსგავსი შედეგის მიღწევა – განმარტავს ალეკო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მრავალი ადამიანისთვის მხარდაჭერა და წახალისება აუცილებელია წინაპირობაა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩასართავად. ჩვენ გვინდა, მივცეთ მაგალითი მათ, ვისაც ეს სჭირდება.

ამჟამად მეგობრები ერთად ემზადებიან რეკორდების დასამყარებლად 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს.

დადიანი და გითოლენდია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღეს მსოფლიო რეკორდების დამყარებით აღნიშნავენ. ამით ისინი მოუწოდებენ ყველა შშმ პირს, რომ დაამსხვრიონ სტერეოტიპები და გადააჭარბონ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმს ცხოვრებაში – ამბობს ორგანიზატორი დავით ბეგიაშვილი, "ამჯერად თემური გაცილებით უფრო რთული რეკორდის მოსახსნელად ემზადება: მან 40 გირვანქა (დაახლოებით 18 კგ) ტვირთით ერთ წუთში ტურნიკზე მაქსიმალური რაოდენობის მიზიდვა უნდა შეასრულოს. მიუხედავად იმისა, რომ თემურს ორივე ფეხი ამპუტირებული აქვს, იგი კონკურენციას გაუწევს ამ სახეობაში მსოფლიოს ყველაზე ძლიერ მამაკაცებს – ბობი ნატოლის, ტურნიკის მეფედ წოდებულ მაიკ ჩენგს და მოქმედ მსოფლიო რეკორდსმენ რონ კუპერს. რეკორდის მისაღწევად თემურმა ერთ წუთში 40–გირვანქიანი ტვირთით 25–ზე მეტი მიზიდვა უნდა შეასრულოს.

თავის პირველ სარეკორდო ასპარეზობაზე ალეკო გითოლენდია შეეცდება 3 კილომეტრის გაცურვას უმოკლეს დროში. მცდელობის დროს ალეკო გამოიყენებს მხოლოდ წყლის სათვალეს. მისთვის ეს გაცურვა გაცილებით რთული იქნება, რადგან მას მუხლს ზემოთ ამპუტირებული აქვს ორივე ქვედა კიდური, მკლავი მოტეხილი აქვს იდაყვისა და მაჯის არეში და დაზიანებული აქვს კუნთები და მყესები. ამის გამო, მას არ გააჩნია შეგრძნება მარცხენა ხელის შუათითზე, არათითზე და ნეკაზე და მნიშვნელოვნად აქვს დაქვეითებული ცერა და საჩვენებელ თითებზე.

დეკემბერში ცურვისთვის ყველაზე შესაფერისი ამინდი ჰავაიზეა, ამიტომ შევარჩიეთ ეს ადგილი რეკორდის დასამყარებლად. ღონისძიება იგეგმება ალა მოანას პლაჟზე, ჰონოლულუში. კაიაკებით დაგვეხმარებიან ჯეფ კოზლოვიჩი და სტივ ჰომსჩაილდი, აგრეთვე მოვიწვევთ გინესის მსოფლიო რეკორდების ოფიციალურ წარმომადგენლებს.

პროექტის განსახორციელებლად საჭირო თანხის მოსაძიებლად ბეგიაშვილს წამოწყებული აქვს კამპანია პორტალ Indiegogo–ზე (იხილეთ პროექტის ბმული და გვერდი ფეისბუქზე).

იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ შეგიძლიათ შემოწირულობის გაღება, თქვენი მხარდაჭრა მაინც მნიშვნელოვანია პროექტისთვის – აცხადებს ბეგიაშვილი, მადლობელნი ვიქნებით, თუ დაეხმარებით სხვა ადამიანებს, რომ შეიტყონ ჩვენი პროექტის შესახებ. თუ გაქვთ კითხვები, შენიშვნები ან შეთავაზებები, გთხოვთ, მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: info@warriorsbeyondabilities.com, ან ეწვიეთ ვებ–გვერდს www.warriorsbeyondabilities.com.

ამ თემაზე:

„ალეკო გითოლენდია „ნანუკას შოუში“

„ავღანეთში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცები ახალი რეკორდების დამყარებას გეგმავენ“

„კაპრალმა თემურ დადიანმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა“

„თემურ დადიანმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა“

„WOWSA ანა ლომინაძის შესახებ წერს“

ალეკო გითოლენდია „ნანუკას შოუში“

06 October 2015

ავღანეთში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცები ახალი რეკორდების დამყარებას გეგმავენ

თემურ დადიანი და ალეკო გითოლენდია სარეკორდო კამპანიაში ჩაერთნენ
ავღანეთში დაშავებული ქართველი ჯარისკაცები – თემურ დადიანი და ალეკო გითოლენდია ახალ სარეკორდო კამპანიაში ჩაერთნენ. აქცია სახელწოდებით – "მებრძოლები შესაძლებლობებს მიღმა" (Warriors Beyond Abilities), ორი მსოფლიო რეკორდის დამყარებას და შშმ პირთა მხარდაჭერას ისახავს მიზნად. პროექტის განსახორციელებლად საჭირო თანხის შეგროვება ინტერნეტ–პორტალ Indiegogo.com–ზე მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს – 3 დეკემბერს, თემურ დადიანი 18–კილოგრამიანი სიმძიმით ტურნიკზე ერთ წუთში მიზიდვაში შეეცდება გინესის რეკორდის მოხსნას, ალეკო გითოლენდია კი 3 კილომეტრიან მანძილს უმოკლეს დროში გაცურავს. ღია წყალში ცურვის საერთაშორისო ასოციაციის (WOWSA) რეკომენდაციით, სარეკორდო ღონისძიების ჩატარება აშშ–ში, ჰავაის შტატის დედაქალაქ ჰონოლულუში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე იგეგმება.


პროექტის ბიუჯეტი – 32 210 აშშ დოლარი ითვალისწინებს ქართველი ჯარისკაცების მგზავრობის, დაბინავებისა და ღონისძიებისთვის საჭირო ინვენტარის შეძენა–დაქირავების ხარჯებს, აგრეთვე გინესის მსაჯის მოწვევის საფასურს. დეტალური ინფორმაცია ინგლისურ ენაზე ხელმისაწვდომია Indiegogo.com–ის პორტალზე და პროექტის ვებ–გვერდზე.

24 წლის თემურ დადიანი და 30 წლის ალეკო გითოლენდია ამჟამად დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მსახურობენ. მათ ორივე ქვედა კიდური ავღანეთში, ISAF–ის მისიაში მონაწილეობის დროს, ნაღმზე აფეთქების შედეგად დაკარგეს. რეაბილიტაციის შემდეგ თემურ დადიანმა ე.წ. "ამპუტირებული აზიდვების" შესრულებაში ორჯერ დაამყარა მსოფლიო რეკორდი, ალეკო გითოლენდიასთვის კი ეს სარეკორდო პროექტი პირველია.

ამ თემაზე:

„თემურ დადიანის რეკორდის ვიდეომასალას „რეკორდსეთერი“ ავრცელებს“

„თემურ დადიანმა ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტაში მიიღო მონაწილეობა (ვიდეო)“

„კაპრალმა თემურ დადიანმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა“

„ავღანეთში დაჭრილი თემურ დადიანი საკუთარი რეკორდის მოხსნას შეეცდება“

„თემურ დადიანი „რიფლეის დაუჯერებელი ფაქტების“ კომიქსებში მოხვდა“

„თემურ დადიანის რეკორდი 2014 წლის ტოპ ათეულშია“

„თემურ დადიანის მიღწევა „უნიკალური მსოფლიო რეკორდების“ ორგანიზაციამ აღიარა“

„ვიდეო: თემურ დადიანის „ამპუტირებული აზიდვები“

„თემურ დადიანმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა“

„ავღანეთში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცი რეკორდის დასამყარებლად ემზადება“