ჩხოროწყუში ყველაზე დიდი ელარჯი მომზადდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მეორე რეკორდი დაამყარა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა მხატვარმა ვახტანგ აბაშიძემ მორიგი რეკორდი ზეპირ მათემატიკურ გამოთვლაში დაამყარა იოსებ ხუციშვილმა მორიგი რეკორდი დაამყარა

24 November 2015

თემურ დადიანი პარამკლავჭიდში მსოფლიოს ვიცე–ჩემპიონია

თემო დადიანი მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი მკლავჭიდში
ქართველი ჯარისკაცი – გინესის რეკორდსმენი და პარასპორტსმენი თემურ დადიანი პარამკლავჭიდში მსოფლიოს ვიცე–ჩემპიონი გახდა. 24 წლის დადიანმა პოლონეთში გამართულ პროფესიონალური მკლავჭიდის მსოფლიო თასზე წარმატებულად იასპარეზა და ორივე მკლავით ვერცხლის მედლები მოიპოვა.

პროფესიონალური მკლავჭიდის XV მსოფლიო თასი (Zloty Tur World Cup 2015) ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული საერთაშორისო ტურნირია. ოთხდღიან ჩემპიონატს ამჯერად პოლონეთის ქალაქი რუმიამ უმასპინძლა. შშმ პირთა შორის შეჯიბრი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. თემურ დადიანმა გუშინ მარცხენა მკლავით იასპარეზა და ვერცხლის მედალი მოიპოვა, დღეს კი მარჯვენა ხელითაც ანალოგიური შედეგი აჩვენა. აღსანიშნავია, რომ დადიანისთვის ეს პირველი მასშტაბური შეჯიბრი იყო.

თემურ დადიანი ISAF–ის მისიის ყოფილი მონაწილე ჯარისკაცია. 2011 წელს ავღანეთში მსახურობის დროს იგი ხელნაკეთი ნაღმზე აფეთქდა და ორივე ფეხი და მარჯვენა ხელის ნეკა თითი დაკარგა. აფეთქებიდან ზუსტად სამი წლისთავზე – 2014 წლის 3 აგვისტოს კი უპრეცედენტო მსოფლიო რეკორდი დაამყარა ე.წ. „ამპუტირებულ“ აზიდვაში, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში თვითონვე გააუმჯობესა. გარდა ამისა, წარმატებით ასპარეზობს ეტლით ფარიკაობაშიც. თემურ დადიანი ამჟამად დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მსახურობს. პარალელურად, სწავლობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

ამ თემაზე:












10 November 2015

ევროპის უგრძესი სელფის ჯაჭვი თბილისში

რეკორდი სელფის გადაღებაში
7 ნოემბერს თბილისში უჩვეულო რეკორდი დამყარდა: ერთ რიგად ჩამწკრივებულმა 137–მა მოხალისემ „ლენოვოს“ სმარტფონით ავტოპორტრეტები გადაიღო და ევროპაში ყველაზე გრძელი „სელფის ჯაჭვი“ შექმნა. შედეგი ადგილზე დააფიქსირა საქართველოს რეკორდების ფედერაციამ.

აღნიშნულ სახეობაში მსოფლიო რეკორდი სხვადასხვა დროს აშშ–ში, მექსიკასა და ინდოეთში დაფიქსირდა. მათ შორის ყველაზე მეტი – 746 სელფი მიმდინარე წლის ივნისში, მექსიკელებმა გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ ევროპის მასშტაბით საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც მსგავსი სახის სარეკორდო ღონისძიება ჩატარდა.

ფილარმონიის წინ გამართულ აქციას ორგანიზება სარეკლამო კომპანია „ლივინგსტონმა“ და „ლენოვო ჯორჯიამ“ გაუწიეს. წესების თანახმად, მონაწილეებს ერთი და იგივე სმარტფონით, მორიგეობით უნდა გადაეღოთ სელფი, რომელშიც უნდა გამოჩენილიყო ფოტოს ავტორისა და მის შემდეგ მდგარი ადამიანის სახეები, აგრეთვე გადამღების მკლავის ნაწილი. გადაღებებს შორის შუალედი კი არ უნდა ყოფილიყო ერთ წუთზე მეტი.

სელფი რეკორდსმენი ქართველები

ღონისძიების შედეგები საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯთა კომისიამ აღრიცხა. წესების დაცვით გადაღებული სელფების რაოდენობამ 137–ს მიაღწია. „ლენოვო ჯორჯიას“ ორი სერტიფიკატი გადაეცა: საქართველოს რეკორდების ფედერაციისგან – ეროვნული, საერთაშორისო ორგანიზაცია „რეკორდსმენთა რესპუბლიკისგან“ კი – კონტინენტური მასშტაბის მიღწევის დასადასტურებლად. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეკორდების ფედერაცია „რეკორდსმენთა რესპუბლიკის“ პარტნიორია და მინიჭებული აქვს რეკორდების სერტიფიცირების ექსკლუზიური უფლება ქვეყნის მასშტაბით, აგრეთვე ჰყავს დანიშნული წარმომადგენელი საქართველოში – დავით ხარატიშვილი.

სტანდარტულის გარდა, საქართველოს რეკორდების ფედერაცია გასცემს მონაწილეობის სერტიფიკატებსაც, რომელშიც მიეთითება ღონისძიებაში მონაწილე პირის სახელი და გვარი და ადასტურებს მის თანამონაწილეობას რეკორდის დამყარებაში. სერტიფიკატის ელექტრონული ვერსიის მისაღებად, ღონისძიებაში მონაწილე პირებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

09 November 2015

„იმედის გმირი“ – თემურ დადიანი

თემურ დადიანი – იმედის გმირები
7 ნოემბერს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გავიდა გადაცემა „იმედის გმირების“ სიუჟეტი პარასპორტსმენისა და ორგზის მსოფლიო რეკორდსმენის – თემურ დადიანის შესახებ. იხილეთ გადაცემის სრული ვიდეოჩანაწერი:


თემურ დადიანია ISAF–ის მისიის ყოფილი მონაწილე, დაჭრილი ჯარისკაცია. მან ორივე ქვედა კიდური და მარჯვენა ხელის ნეკა თითი 2011 წლის 3 აგვისტოს, ავღანეთში, ხელნაკეთ ნაღმზე აფეთქების შედეგად დაკარგა. შემთხვევიდან ზუსტად სამი წლისთავზე თემურმა უპრეცედენტო მსოფლიო რეკორდი დაამყარა ე.წ. „ფლენჩ“ (Planche) აზიდვებში, მიმდინარე წლის ივნისში კი საკუთარი შედეგი გააუმჯობესა. ამჟამად მსახურობს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში, პარალელურად სწავლობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

ამ თემაზე:

„ავღანეთში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცები ახალი რეკორდების დამყარებას გეგმავენ“

„თემურ დადიანის რეკორდის ვიდეომასალას „რეკორდსეთერი“ ავრცელებს“

„თემურ დადიანმა ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტაში მიიღო მონაწილეობა (ვიდეო)“

„კაპრალმა თემურ დადიანმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა“

„ავღანეთში დაჭრილი თემურ დადიანი საკუთარი რეკორდის მოხსნას შეეცდება“

„თემურ დადიანი „რიფლეის დაუჯერებელი ფაქტების“ კომიქსებში მოხვდა“

„თემურ დადიანის რეკორდი 2014 წლის ტოპ ათეულშია“

„თემურ დადიანის მიღწევა „უნიკალური მსოფლიო რეკორდების“ ორგანიზაციამ აღიარა“

„ვიდეო: თემურ დადიანის „ამპუტირებული აზიდვები“

„თემურ დადიანმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა“

„ავღანეთში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცი რეკორდის დასამყარებლად ემზადება“