24 November 2015

თემურ დადიანი პარამკლავჭიდში მსოფლიოს ვიცე–ჩემპიონია

თემო დადიანი მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი მკლავჭიდში
ქართველი ჯარისკაცი – გინესის რეკორდსმენი და პარასპორტსმენი თემურ დადიანი პარამკლავჭიდში მსოფლიოს ვიცე–ჩემპიონი გახდა. 24 წლის დადიანმა პოლონეთში გამართულ პროფესიონალური მკლავჭიდის მსოფლიო თასზე წარმატებულად იასპარეზა და ორივე მკლავით ვერცხლის მედლები მოიპოვა.

პროფესიონალური მკლავჭიდის XV მსოფლიო თასი (Zloty Tur World Cup 2015) ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული საერთაშორისო ტურნირია. ოთხდღიან ჩემპიონატს ამჯერად პოლონეთის ქალაქი რუმიამ უმასპინძლა. შშმ პირთა შორის შეჯიბრი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. თემურ დადიანმა გუშინ მარცხენა მკლავით იასპარეზა და ვერცხლის მედალი მოიპოვა, დღეს კი მარჯვენა ხელითაც ანალოგიური შედეგი აჩვენა. აღსანიშნავია, რომ დადიანისთვის ეს პირველი მასშტაბური შეჯიბრი იყო.

თემურ დადიანი ISAF–ის მისიის ყოფილი მონაწილე ჯარისკაცია. 2011 წელს ავღანეთში მსახურობის დროს იგი ხელნაკეთი ნაღმზე აფეთქდა და ორივე ფეხი და მარჯვენა ხელის ნეკა თითი დაკარგა. აფეთქებიდან ზუსტად სამი წლისთავზე – 2014 წლის 3 აგვისტოს კი უპრეცედენტო მსოფლიო რეკორდი დაამყარა ე.წ. „ამპუტირებულ“ აზიდვაში, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში თვითონვე გააუმჯობესა. გარდა ამისა, წარმატებით ასპარეზობს ეტლით ფარიკაობაშიც. თემურ დადიანი ამჟამად დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მსახურობს. პარალელურად, სწავლობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

ამ თემაზე:












loading...