22 December 2015

ბადრი ჯიქურაულმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა

sarekordo gonisdzieba gldanis turnirze
ორგზის მსოფლიო რეკორდსმენმა – ბადრი ჯიქურაულმა აზიდვაში საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. სარეკორდო ასპარეზობა 17 დეკემბერს, „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“, გლდანის რაიონის გამგეობის მხარდაჭერით ჩატარდა.

45 წლის ბადრი ჯიქურაულმა მიმდინარე წლის აპრილში ბრიტანელი და ავსტრალიელი სპორტსმენების რეკორდები მოხსნა, 60 და 80–ფუნტიანი ტვირთით ერთი წუთის განმავლობაში აზიდვების შესრულებაში (შესაბამისად – 57 და 39 მოძრაობა თითოეულ სახეობაში). ამჯერად კი 80 ფუნტის ექვივალენტური 36.6 კგ წონის ზურგჩანთით წუთში 43 სრული აზიდვა შეასრულა და საკუთარი შედეგი მნიშვნელოვანი სხვაობით გააუმჯობესა. რეკორდის დამყარება საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯთა კომისიამ დაადასტურა. ფედერაციის სერტიფიკატთან ერთად, ჯიქურაულს გადაეცა ბრიტანული ორგანიზაცია „რეკორდსმენთა რესპუბლიკის“ (RHR) სერტიფიკატიც, რომლის გაცემის უფლება საქართველოს რეკორდების ფედერაციას ქვეყნის მასშტაბით ექსკლუზიურად ეკუთვნის.

ბადრი ჯიქურაულმა წოლბჯენიდან აზიდვაში თავისი რეკორდი მოხსნა

ბადრი ჯიქურაული 1970 წელს, დუშეთის რაიონში დაიბადა. 1990 წელს მიენიჭა სპორტის ოსტატის წოდება ძალოსნობაში. 1992–2000 წლებში მუშაობდა დუშეთის რაიონის შს სამმართველოს კრიმინალური პოლიციის სისხლის სამართლის სამძებროს განყოფილების ინსპექტორად. 2013 წლიდან დღემდე მუშაობს გლდანის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სამართლებრივი რეჟიმის ინსპექტორის პოზიციაზე.

ამ თემაზე:

„ორგზის რეკორდსმენი ბადრი ჯიქურაული საკუთარი შედეგის გაუმჯობესებას შეეცდება“

„სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელმა ორი რეკორდი მოხსნა“

„ქართველი რეკორდსმენები მსჯავრდებულებს შეხვდნენ (ვიდეო)“

„ქართველმა მსჯავრდებულმა ორი ახალი რეკორდი დაამყარა“

„პერუს მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში სარეკორდო ღონისძიება გაიმართა“
loading...