31 December 2015

მსჯავრდებულმა ჯაგა ზვიადაურმა ახალი რეკორდი დაამყარა

ჯაგა ზვიადაურმა ჩაჯდომების რეკორდი დაამყარა
მსოფლიო რეკორდსმენმა – 39 წლის მსჯავრდებულმა ჯაგა ზვიადაურმა, ე.წ. „ჩაჯდომების“ ვარჯიშში მორიგი რეკორდი დაამყარა. სპორტული ღონისძიება 28 დეკემბერს, რუსთავის მე–17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩატარდა, სადაც ზვიადაური იხდის სასჯელს.

შესაბამისი კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად, ჯაგა ზვიადაურმა 93.7 კგ წონის შტანგით ერთი წუთის განმავლობაში 33 „ჩაჯდომა“ შეასრულა. საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯთა კომისიამ ადგილზე დაადასტურა შედეგი და მსჯავრდებულს მისი მიღწევის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადასცა.

აღსანიშნავია, რომ ჯაგა ზვიადაურისთვის ეს პირველი რეკორდი არ ყოფილა: მისი დებიუტი მიმდინარე წლის 25 სექტემბერს შედგა, როდესაც ცალ ფეხზე, ერთი წუთის განმავლობაში 62 „ჩაჯდომა“ შეასრულა და იტალიელი სილვიო საბას შედეგი გააუმჯობესა. ახალი რეკორდების დამყარებას იგი მომავალშიც აპირებს.

ქართველი პატიმარი ამყარებს მსოფლიო რეკორდს "ჩაჯდომაში" / ბუქნები

ჯაგა ზვიადაური 1976 წლის 25 დეკემბერს თბილისში დაიბადა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. წარსულში სპორტით დაკავებული არ ყოფილა. იგი სასჯელს 2006 წლიდან იხდის.

ამ თემაზე:

„მსჯავრდებულმა ჯაგა ზვიადაურმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა“

„მსჯავრდებული ჯაგა ზვიადაური რეკორდის დამყარებას შეეცდება“

„მსჯავრდებული რეკორდსმენი კუკური სალბიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა“

„გაიღიმე, ცხოვრება გრძელდება!“ – ქართველი პატიმარი რეკორდსმენის ავტობიოგრაფია“

„ქართველი რეკორდსმენები მსჯავრდებულებს შეხვდნენ (ვიდეო)“

„ქართველმა მსჯავრდებულმა ორი ახალი რეკორდი დაამყარა“

„მსჯავრდებული კუკური სალბიშვილი ორი ახალი რეკორდის დამყარებას შეეცდება“
loading...