17 December 2015

ორგზის რეკორდსმენი ბადრი ჯიქურაული საკუთარი შედეგის გაუმჯობესებას შეეცდება

ბადრი ჯიქურაული - Badri Jikurauli
ორგზის მსოფლიო რეკორდსმენი აზიდვებში – ბადრი ჯიქურაული საკუთარი რეკორდის გაუმჯობესებას შეეცდება. სარეკორდო ასპარეზობა ხვალ – 17 დეკემბერს, სსიპ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ ჩატარდება. ღონისძიების მხარდამჭერია გლდანის რაიონის გამგეობა.

45 წლის იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი ბადრი ჯიქურაული გლდანის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის ინსპექტორია. მიმდინარე წლის 7 აპრილს მან ორი რეკორდი მოხსნა 60 და 80–ფუნტიანი ტვირთით ერთი წუთის განმავლობაში აზიდვების შესრულებაში (შესაბამისად – 57 და 39 მოძრაობა თითოეულ სახეობაში).

ბადრი ჯიქურაული ამყარებს რეკორდს აზიდვაში

ხვალინდელ ასპარეზობაზე ბადრი ჯიქურაული 80–ფუნტიანი (36.28 კგ) ტვირთით საკუთარი შედეგის გაუმჯობესებას შეეცდება. მიზნის მისაღწევად მან 60 წამში 39–ზე მეტი აზიდვა უნდა შეასრულოს.

ბადრი ჯიქურაული 1970 წელს, დუშეთის რაიონში დაიბადა. 1990 წელს მიენიჭა სპორტის ოსტატის წოდება ძალოსნობაში. 1992–2000 წლებში მუშაობდა დუშეთის რაიონის შს სამმართველოს კრიმინალური პოლიციის სისხლის სამართლის სამძებროს განყოფილების ინსპექტორად. 2013 წლიდან დღემდე მუშაობს გლდანის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სამართლებრივი რეჟიმის ინსპექტორის პოზიციაზე.

ამ თემაზე:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები რეკორდების დამყარებას შეეცდებიან“

„სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელმა ორი რეკორდი მოხსნა“

„ქართველი რეკორდსმენები მსჯავრდებულებს შეხვდნენ (ვიდეო)“

„ქართველმა მსჯავრდებულმა ორი ახალი რეკორდი დაამყარა“

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რეკორდები დაამყარეს“

„იოსებ ხუციშვილმა ბრიტანელი პედი დოილის რეკორდი მოხსნა“

„პერუს მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში სარეკორდო ღონისძიება გაიმართა“
loading...