16 December 2015

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები რეკორდების დამყარებას შეეცდებიან

იოსებ ხუციშვილი და ვახტანგ ლუქუნიძე შსს რეკორდსმენები
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები – მაიორი იოსებ ხუციშვილი და ლეიტენანტი ვახტანგ ლუქუნიძე ახალი რეკორდების დამყარებას შეეცდებიან. ღონისძიება ხუთშაბათს – 17 დეკემბერს, 13:00 საათზე, სამინისტროს სპორტულ კომპლექსში ჩატარდება. რეკორდის დამყარების პროცესს საქართველოს რეკორდების ფედერაციის წარმომადგენლები დააკვირდებიან. ასპარეზობის მხარდამჭერები არიან შინაგან საქმეთა სამინისტრო და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“.

მრავალგზის მსოფლიო რეკორდსმენი – პოლიციის მაიორი იოსებ ხუციშვილი ორი რეკორდის დამყარებას აპირებს: თავდაპირველად, იგი შეეცდება გააუმჯობესოს საკუთარი მიღწევა და ერთი წუთის განმავლობაში 21–კილოგრამიანი ზურგჩანთით ცალ ხელზე 46–ზე მეტი აზიდვა შეასრულოს. შემდეგ კი 30 წამში 10–კილოგრამიანი ტვირთის თანხლებით ორძელზე მაქსიმალური რაოდენობის აზიდვებს შეასრულებს.

იოსებ ხუციშვილი მსოფლიო რეკორდი ცალი ხელით აზიდვაში

საკუთარი შედეგის გაუმჯობესებას შეეცდება ლეიტენანტი ვახტანგ ლუქუნიძეც, რომელსაც ეკუთვნის ეროვნული მასშტაბის რეკორდი ე.წ. „თავისუფალი სტილით“ ტურნიკზე მიზიდვაში. ახალი მიღწევის დასაფიქსირებლად ერთი წუთის განმავლობაში მინიმუმ 46 მიზიდვის შესრულებაა საჭირო.

ვახტანგ ლუქუნიძე ტურნიკზე მიზიდვა 1 წუთში

ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებაში საქართველოს რეკორდების ფედერაციის მიერ სერტიფიცირებული ხუთი რეკორდსმენი ირიცხება: შსს–ს ლოჯისტიკის დეპარტამენტის სპორტული კომპლექსის განყოფილების უფროსი – იოსებ ხუციშვილი, ამავე დეპარტამენტის უფროსი მოადგილე – ვახტანგ ლუქუნიძე, აგრეთვე სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის თანამშრომლები: იოსებ კობახიძე, ჟანრი ნოდია და გიორგი მანველიძე, რომლებმაც რეკორდსმენის ტიტულები აზიდვების სხვადასხვა სახეობაში მიღწეული შედეგებით დაიმსახურეს.

ამ თემაზე:

„სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელმა ორი რეკორდი მოხსნა“

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რეკორდები დაამყარეს“

„შსს–ს ორი თანამშრომელი რეკორდების დამყარებას შეეცდება“

„იოსებ ხუციშვილმა ბრიტანელი პედი დოილის რეკორდი მოხსნა“

„პოლიციის კაპიტანი იოსებ ხუციშვილი გინესის რეკორდის მოხსნას შეეცდება“
loading...