25 December 2015

თემურ დადიანის მეორე რეკორდი 2015 წლის ტოპ–ათეულშია

temo dadiani azidvebi
ქართველი ჯარისკაცისა და პარასპორტსმენის – თემურ დადიანის მეორე რეკორდი 2015 წლის საუკეთესო რეკორდების სიაში შეიტანეს. რეიტინგის ავტორი ამერიკული ორგანიზაცია „რეკორდსეთერია“, რომლის ყოველწლიურ რეიტინგში თემურ დადიანის მიღწევები ზედიზედ მეორედ მოხვდა.

„რეკორდსეთერმა“ დადიანის მიერ შესრულებული 36 „ფლენჩ“ (Planche) აზიდვა საუკეთესო მიღწევების სიაში 2014 წელს შეიტანა. 2015 წლის 7 ივნისს ქართველმა ჯარისკაცმა საკუთარი მიღწევა გააუმჯობესა და წუთში 44–ჯერ აიზიდა. ეს რეზულტატი კიდევ ერთხელ აღიარეს უმაღლესი მიღწევების მარეგისტრირებელმა ორგანიზაციებმა, წლის ბოლოს კი, ისევე, როგორც წინა რეკორდი, ტოპ–ათეულში მოხვდა.

The 7th most awesome world record of the year...

თემურ დადიანი ISAF–ის მისიის ყოფილი მონაწილე ჯარისკაცია. იგი 2011 წელს, ავღანეთში მსახურობის დროს ხელნაკეთი ნაღმზე აფეთქდა და ორივე ფეხი და მარჯვენა ხელის ნეკა თითი დაკარგა. აფეთქებიდან ზუსტად სამი წლისთავზე – 2014 წლის 3 აგვისტოს კი უპრეცედენტო მსოფლიო რეკორდი დაამყარა ე.წ. „ამპუტირებულ“ აზიდვაში, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში თვითონვე გააუმჯობესა. თემურ დადიანი წარმატებულად ასპარეზობს სპორტის სხვა სახეობებშიც: არის მსოფლიოს ვიცე–ჩემპიონი პარამკლავჭიდში (ორივე მკლავით), აგრეთვე რეგულარულად მონაწილეობს ეტლით ფარიკაობის ტურნირებში. ამჟამად მსახურობს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში. პარალელურად, სწავლობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

ამ თემაზე:












„ავღანეთში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცი რეკორდის დასამყარებლად ემზადება“
loading...