ჩხოროწყუში ყველაზე დიდი ელარჯი მომზადდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მეორე რეკორდი დაამყარა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა მხატვარმა ვახტანგ აბაშიძემ მორიგი რეკორდი ზეპირ მათემატიკურ გამოთვლაში დაამყარა იოსებ ხუციშვილმა მორიგი რეკორდი დაამყარა

27 February 2016

რეკორდების ფედერაცია სპორტის სამინისტროსთან განახლებული ფორმატით ითანამშრომლებს

რეკორდების ფედერაცია სპორტის სამინისტრომ აღიარა
საქართველოს რეკორდების ფედერაციამ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს აღიარება მოიპოვა და თანამშრომლობის ახალ ფორმატზე გადავიდა. თანამშრომლობის ფარგლებში, ფედერაციას საშუალება ექნება, ისარგებლოს სამინისტროს მიერ მინიჭებული შეღავათებითა და სხვა სპეციალური სერვისებით.

მიმდინარე წლის 22 თებერვალს, მინისტრის №01/224 ბრძანებით დამტკიცდა სამინისტროს მიერ აღიარებული სპორტული ორგანიზაციების ნუსხა. ბრძანების საფუძველზე, სამინისტრო აღიარებს 73 სპორტულ ორგანიზაციას (მათ შორის – რეკორდების ფედერაციას) და აფინანსებს 56 მათგანს. აგრეთვე, ყველა აღიარებულ ორგანიზაციას ენიჭება შემდეგი სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა:

1. სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე საკონტაქტო ინფორმაციისა და სიახლეების განთავსება;

2. ყოველწლიურ გზამკვლევში საკონტაქტო ინფორმაციისა და წლიური გეგმის გამოქვეყნება;

3. სამინისტროს და ასევე სპორტის ახალ სასახლეში მდებარე საკონფერენციო და სათათბირო დარბაზების უსასყიდლოდ დათმობა შემაჯამებელი ანგარიშებისა და გამგეობის სხდომების, პრესკონფერენციების ჩატარების მიზნით;

4. შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციასთან შუამდგომლობა, გაწევრიანებისა და შემდგომი თანამშრომლობის მიზნით;

5. ადგილობრივ და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებთან შუამდგომლობა;

6. ადგილობრივ და საერთაშორისო კერძო კომპანიებთან შუამდგომლობის გაწევა შემდგომი სპონსორობისა და თანამშრომლობის მიზნით;

7. პრემიერ-მინისტრთან შუამდგომლობა წარმატებულ სპორტსმენთათვის ჯარის გადავადების მიზნით;

8. სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებთან და წარმომადგენლობებთან შუამდგომლობა, საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის მიზნით, გამარტივებულად ვიზის მისაღებად;

9. პერიოდულად სხვადასხვა სპორტული ინვენტარით დახმარების შესაძლებლობა;

10. დამსახურებულ მწვრთნელთა და პერსპექტიულ სპორტსმენთა სტიპენდირების მიზნით სამინისტროს შესაბამის კომისიაზე საკითხის გატანის შესაძლებლობა.

სამინისტროს ინფორმაციით, დაფინანსებას ვერ მიიღებენ და ზემოთ ჩამოთვლილი სერვისებით ვერ ისარგებლებენ ის სპორტული ორგანიზაციები, რომლებიც არ იქნებიან აღიარებულნი საბჭოს მიერ.

შეგახსენებთ, რომ სპორტული გაერთიანებების (ფედერაციები, ასოციაციები, კავშირები, კომიტეტები და სხვ.) აღიარება–დაფინანსების საკითხზე მუშაობა სამინისტრომ 2015 წელს დაიწყო. ფედერაციებს განსაზღვრულ ვადაში უნდა წარედგინათ შესაბამისი დოკუმენტაცია რომლის საფუძველზეც „სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების განმხილველი საბჭო“ წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმებით შეაფასებდა თითოეულ ორგანიზაციას, მათი საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შესაბამისად. საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 25 თებერვალს გახდა ცნობილი.

ამ თემაზე: