ჩხოროწყუში ყველაზე დიდი ელარჯი მომზადდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მეორე რეკორდი დაამყარა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა მხატვარმა ვახტანგ აბაშიძემ მორიგი რეკორდი ზეპირ მათემატიკურ გამოთვლაში დაამყარა იოსებ ხუციშვილმა მორიგი რეკორდი დაამყარა

27 April 2016

მსჯავრდებულმა ჯაგა ზვიადაურმა საკუთარი რეკორდი მოხსნა

მსჯავდრებული ჯაგა ზვიადაური რეკორდის დამყარების პროცესში
მსჯავრდებულმა ჯაგა ზვიადაურმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა: მან 94,1 კილოგრამიანი შტანგით წუთში 38 ჩაჯდომა შეასრულა. შედეგი ადგილზე დააფიქსირა საქართველოს რეკორდების ფედერაციამ. ღონისძიება გუშინ – 26 აპრილს, რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გაიმართა.

39 წლის ჯაგა ზვიადაურისთვის ეს უკვე მესამე რეკორდია: პირველად – 2015 წლის 25 სექტემბერს ცალ ფეხზე 60 წამში 62 ჩაჯდომა შეასრულა, იმავე წლის 28 დეკემბერს 93.7–კილოგრამიანი შტანგით წუთში – 33, დღეს კი ეს უკანასკნელი შედეგი ხუთი ერთეულით გააუმჯობესა.

– „რეკორდის დამყარება ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა, ეს უკვე მესამედ მოვახერხე და მომავალში უფრო რთული რეკორდების დამყარებას ვაპირებ. მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი ფედერაციას, დეპარტამენტსა და დაწესებულების ადმინისტრაციას“ – აღნიშნა ზვიადაურმა.

ფედერაციის წარმომადგენლები აფიქსირებენ მსჯავრდებულის მსოფლიო რეკორდს

ფედერაციის პრეზიდენტის – დავით ბეგიაშვილის განცხადებით, ფედერაცია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან თანამშრომლობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს:

– „ჯაგა ზვიადაური უკვე მეორე ქართველი მსჯავრდებულია, რომელმაც რეკორდების დამყარება ციხეში დაიწყო. იგი აქტიურად აგრძელებს ვარჯიშს და ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ახალი შედეგების მიღწევაში“.


ღონისძიებას დაწესებულების ადმინისტრაციისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინიტროს წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

– „დღევანდელი დღე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ დაწესებულებაში უკვე მესამედ დაფიქსირდა მსოფლიო რეკორდი. იმედი მაქვს, რომ ჯაგა ზვიადაური ამ შედეგზე არ შეჩერდება. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს რეკორდების ფედერაციას, რომელიც ჩვენი საუკეთესო პარტნიორია და ყოველთვის სიამოვნებით იღებს ჩვენს წინადადებებსა და ინიციატივებს“ – განაცხადა სამინიტროს პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური სამსახურის უფროსმა ლეილა აფციაურმა.

ღონისძიების დასასრულს გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში ფედერაციის წარმომადგენლები მე–17 დაწესებულების მსჯავრდებულებთან შეხვედრას გამართავენ და ქართული რეკორდებისა და რეკორდსმენების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან. შეგახსენებთ, რომ მსგავსი სახის შეხვედრა გასულ წელს ქსნის მე–15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩატარდა.

ამ თემაზე:







25 April 2016

ჯაგა ზვიადაური საკუთარი რეკორდის გაუმჯობესებას შეეცდება

პატიმარი რეკორდსმენი – ჯაგა ზვიადაური, საქართველოს რეკორდების ფედერაციის სერტიფიკატით
ორგზის რეკორდსმენი – მსჯავრდებული ჯაგა ზვიადაური ე.წ. „ჩაჯდომების“ ვარჯიშში საკუთარი რეკორდის მოხსნას შეეცდება. ღონისძიება ხვალ – 26 აპრილს, რუსთავის მე–17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაიმართება. შედეგს საქართველოს რეკორდების ფედერაცია დააფიქსირებს.

რეკორდი, რომლის გაუმჯობესებასაც მსჯავრდებული აპირებს, გასული წლის 28 დეკემბერს დაფიქსირდა: მაშინ ზვიადაურმა 93.7 კგ წონის შტანგის თანხლებით ერთ წუთში 33 „ჩაჯდომა“ შეასრულა, ამჯერად კი სულ მცირე ერთი მოძრაობით მეტის შესრულება მოუწევს.

ჯაგა ზვიადაური 1976 წლის 25 დეკემბერს, თბილისში დაიბადა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. სასჯელს იხდის 2006 წლიდან იხდის. 2015 წლიდან დღემდე დამყარებული აქვს ორი მსოფლიო რეკორდი და აქტიურ ვარჯიშს აგრძელებს ახალი შედეგების მისაღწევად.

ამ თემაზე: