07 August 2016

გიორგი მათურელი “თიანეთობაზე” მორიგი რეკორდის დამყარებას შეეცდება


თიანეთობა 2016–ზე გიორგი მათურელი იასპარეზებს
ექვსგზის მსოფლიო რეკორდსმენი – გიორგი მათურელი აზიდვებში მორიგი რეკორდის დამყარებას შეეცდება. ასპარეზობა დღეს, დაბა თიანეთის სახალხო დღესასწაულ “თიანეთობა 2016”–ის ფარგლებში გაიმართება.

ამჯერად, გიორგი მათურელის მიზანია, ამოტრიალებულ მტევნებზე დაყრდნობით და დამატებით 45–კილოგრამიანი ზურგჩანთით 30 წამში მაქსიმალური რაოდენობის აზიდვების შესრულება. რეკორდის დამყარების პროცესს საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯები დააკვირდებიან.

გიორგი მათურელი 1987 წლის 1 იანვარს, დაბა თიანეთში დაიბადა. 2013 წლიდან დღემდე დამყარებული აქვს ექვსი რეკორდი მუშტებზე აზიდვაში (ცალ ხელზე, ორივე ხელზე, დამატებითი სიმძიმით). მათ შორის ერთი – 2014 წლის 26 მარტს, საქართველოს რეკორდების ფედერაციის მიერ გამართულ „აზიდვების შეჯიბრზე“ დააფიქსირა, როდესაც 31 კგ წონის ზურგჩანთით წუთში 48 აზიდვა შეასრულა და 9 მონაწილეს შორის პირველი ადგილი დაიკავა.

ამ თემაზე:

“თიანელმა სპორტსმენებმა „თიანეთობაზე“ ორი რეკორდი დაამყარეს”

“თიანეთობა 2015“–ზე ორი რეკორდის დამყარება იგეგმება”

“გიორგი მათურელმა მეხუთე რეკორდი დაამყარა”

“გიორგი მათურელი ახალი რეკორდის დამყარებას შეეცდება”

“აზიდვების შეჯიბრზე ახალი მსოფლიო რეკორდი დამყარდა”

loading...