09 August 2016

გიორგი მათურელმა აზიდვაში მეშვიდე რეკორდი დაამყარა

გიორგი მათურელს ფედერაციისგან მე–7 სერტიფიკატი გადაეცა
ექვსგზის მსოფლიო რეკორდსმენმა – გიორგი მათურელმა აზიდვაში მეშვიდე რეკორდი დაამყარა. სპორტული ღონისძიება 7 აგვისტოს, დაბა თიანეთის სახალხო დღესასწაულ “თიანეთობა 2016”–ის ფარგლებში ჩატარდა.

ასპარეზობის მიზანი 30 წამის განმავლობაში 100–ფუნტიანი (45კგ) ზურგჩანთით ამობრუნებულ მტევნებზე მაქსიმალური რაოდენობის აზიდვის შესრულება იყო. მიზნის მისაღწევად სპორტსმენს მინიმუმ 20 აზიდვა უნდა შეესრულებინა. მათურელის რეზულტატმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა დაწესებულ ნორმატივს: მან 46.7–კილოგრამიანი ტვირთით 30 წამში 39 მოძრაობის შესრულება მოასწრო. შედეგი საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯებმა დააფიქსირეს.

აზიდვები ამოტრიალებულ მტევნებზე 45კგ ტვირთით

“ეს ჩემთვის კიდევ ერთი დიდი წარმატებაა! ახალი რეკორდებისთვის ვარჯიშს მომავალშიც გავაგრძელებ” – განაცხადა სპორტსმენმა.

გიორგი მათურელი 1987 წლის 1 იანვარს, დაბა თიანეთში დაიბადა. 2013 წლიდან დღემდე დამყარებული აქვს ექვსი რეკორდი მუშტებზე აზიდვაში (ცალ ხელზე, ორივე ხელზე, დამატებითი სიმძიმით). მათ შორის ერთი – 2014 წლის 26 მარტს, საქართველოს რეკორდების ფედერაციის მიერ გამართულ „აზიდვების შეჯიბრზე“ დააფიქსირა, როდესაც 31 კგ წონის ზურგჩანთით წუთში 48 აზიდვა შეასრულა და 9 მონაწილეს შორის პირველი ადგილი დაიკავა.

ამ თემაზე:

“გიორგი მათურელი “თიანეთობაზე” მორიგი რეკორდის დამყარებას შეეცდება”

“თიანელმა სპორტსმენებმა „თიანეთობაზე“ ორი რეკორდი დაამყარეს”

“თიანეთობა 2015“–ზე ორი რეკორდის დამყარება იგეგმება”

“გიორგი მათურელმა მეხუთე რეკორდი დაამყარა”

“გიორგი მათურელი ახალი რეკორდის დამყარებას შეეცდება”

“აზიდვების შეჯიბრზე ახალი მსოფლიო რეკორდი დამყარდა”
loading...