Facebook Twitter Myvideo YouTube Flickr RSS Email

15 August 2016

გურამ უსტიაშვილი საკუთარი რეკორდის გაუმჯობესებას შეეცდება

ძალოსანი გუგა უსტიაშვილი კბილებით მანქანების გათრევას აპირებს
მსოფლიო რეკორდსმენი გურამ უსტიაშვილი საკუთარი შედეგის გაუმჯობესებას გეგმავს: 22 წლის ძალოსანი კბილებით ერთმანეთზე გადაბმული ოთხი ავტომობილის გათრევას შეეცდება. მოქმედი რეკორდის ავტორი თავად უსტიაშვილია, რომელმაც 2013 წელს სამი ავტომობილის გათრევა მოახერხა.

ღონისძიება ხვალ – 16 აგვისტოს, 14:00 საათზე, მეტეხის ტაძრის ეზოში გაიმართება. წესების თანახმად, პრეტენდენტმა კბილებით მინიმუმ 3 მეტრ მანძილზე უნდა გადაადგილოს ერთმანეთზე გადაბმული მაქსიმალური რაოდენობის სატრანსპორტო საშუალება.

გურამ უსტიაშვილისთვის ეს ასპარეზობა პირველი არ არის – მისი დებიუტი 2013 წელს, „თბილისობის“ დღესასწაულზე შედგა: ჟურნალ "აუტო ბილდის" მიერ ორგანიზებულ ავტოშოუზე მან კბილებით ერთდროულად სამი ავტომობილი გაწია. რეზულტატი ადგილზე დააფიქსირა საქართველოს რეკორდების ფედერაციამ.

ამ თემაზე:

“„რუსთავი 2“–ის პირდაპირ ეთერში მსოფლიო რეკორდი დამყარდება!”