17 August 2016

გურამ უსტიაშვილმა კბილებით ოთხი ავტომობილი გაათრია

გურამ უსტიაშვილმა 4 მინი კუპერი კბილებით გასწია
ძალოსანმა გურამ უსტიაშვილმა საკუთარი რეკორდი გაამუჯობესა: მან ერთმანეთზე გადაბმული ოთხი ავტომობილი კბილებით გაათრია. ღონისძიება რეკორდების ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა, მხარდამჭერი კი საქართველოს მინი კუპერის ფანკლუბი იყო.

ასპარეზობა 16 აგვისტოს, მეტეხის ტაძრის ეზოში ჩატარდა. წესების თანახმად, სპორტსმენს ავტომობილები სამი მეტრის მანძილზე უნდა გადაეადგილებინა, თუმცა უსტიაშვილმა თითქმის ხუთჯერ გადააჭარბა დადგენილ ნორმას და ზუსტად 14.51 მეტრი დააფიქსირა.

“ამ რეკორდისთვის ექვსი თვის განმავლობაში ვემზადებოდი.შედეგის მიღწევა საკმაოდ გამიჭირდა, თუმცა მომავალში აუცილებლად შევეცდები მის გაუმჯობესებას” – განაცხადა გურამ უსტიაშვილმა.

ავტომობილების გათრევის რეკორდი – გურამ უსტიაშვილი

გურამ უსტიაშვილის რეკორდი მეტეხის ტაძრის ეზოში

გურამ უსტიაშვილი ორგზის რეკორდსმენია

შეგახსენებთ, რომ გურამ უსტიაშვილისთვის ეს რეკორდი პირველი არ ყოფილა – მისი დებიუტი 2013 წელს, „თბილისობის“ დღესასწაულზე შედგა: ჟურნალ "აუტო ბილდის" მიერ ორგანიზებულ ავტოშოუზე მან კბილებით ერთდროულად სამი ავტომობილი გაწია.

ამ თემაზე:

“გურამ უსტიაშვილი საკუთარი რეკორდის გაუმჯობესებას შეეცდება”

“„რუსთავი 2“–ის პირდაპირ ეთერში მსოფლიო რეკორდი დამყარდება!”

loading...