14 August 2016

ჯაგა ზვიადაურმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მეოთხე რეკორდი დაამყარა

ჯაგა ზვიადაურმა ჩადომაში მეოთხე რეკორდი მოხსნა
მსჯავრდებულმა ჯაგა ზვიადაურმა “ჩაჯდომებში” მორიგი რეკორდი დაამყარა. ღონისძიება 12 აგვისტოს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №17 რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გაიმართა.

39 წლის ჯაგა ზვიადაურმა “ჩაჯდომები” ამჯერად მარცხენა ფეხით, ჰორიზონტალურ ძელზე შემდგარმა შეასრულა. ერთი წუთის განმავლობაში მან 37 მოძრაობა შეასრულა და იტალიელი სილვიო საბას შედეგს 7 ერთეულით გადააჭარბა. რეკორდის დამყარების პროცესს საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯები, დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მსჯავრდებულები დაესწრნენ.

“დღეს მეოთხე რეკორდი დავამყარე. ვარჯიშის გაგრძელებას ვაპირებ და მომავალში უფრო რთული და საინტერესო რეკორდების მოხსნას შევეცდები” – განაცხადა ზვიადაურმა.

ჯაგა ზვიადაური სასჯელს 2006 წლიდან იხდის. რეკორდების დამყარება მან 2015 წელს დაიწყო. აღსანიშნავია, რომ იგი ამჟამად ერთადერთი, საქართველოს ისტორიაში კი მეორე მსჯავრდებულია, რომელმაც პენიტენციურ დაწესებულებაში რეკორდსმენის სტატუსი მოიპოვა.


ამ თემაზე:

“მსჯავრდებულმა ჯაგა ზვიადაურმა საკუთარი რეკორდი მოხსნა”

“ჯაგა ზვიადაური საკუთარი რეკორდის გაუმჯობესებას შეეცდება”

“მსჯავრდებულმა ჯაგა ზვიადაურმა ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა”

“მსჯავრდებულმა ჯაგა ზვიადაურმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა”

“მსჯავრდებული ჯაგა ზვიადაური რეკორდის დამყარებას შეეცდება”

“მსჯავრდებული რეკორდსმენი კუკური სალბიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა”

“გაიღიმე, ცხოვრება გრძელდება!” – ქართველი პატიმარი რეკორდსმენის
ავტობიოგრაფია”

“ქართველი რეკორდსმენები მსჯავრდებულებს შეხვდნენ (ვიდეო)”

“ქართველმა მსჯავრდებულმა ორი ახალი რეკორდი დაამყარა”

“მსჯავრდებული კუკური სალბიშვილი ორი ახალი რეკორდის დამყარებას შეეცდება”
loading...