08 September 2016

DJ ვაჟიკომ 3–დღიანი უწყვეტი მუსიკალური მარათონი შეასრულა

დიჯეი ვაჟიკომ უწყვეტ რეჟიმში 68 საათი დაუკრა
21 წლის ქართველმა დიჯეიმ – ვაჟიკო მელიქიძემ (DJ VajikoM) ღამის კლუბში 3 დღის განმავლობაში შეუჩერებლად დაუკრა და საქართველოს რეკორდი დაამყარა. თავდაპირველად, იგი გინესის რეკორდის მოხსნას გეგმავდა, თუმცა გადაღლილობის გამო ღონისძიების ნაადრევად დასრულება გადაწყვიტა.

დროის ათვლა კლუბ “კაბანაში” 5 სექტემბერს, 10:00 საათზე დაიწყო და დღეს – 8 სექტემბერს, დილის 6 საათსა და 53 წუთზე დასრულდა. საერთო ჯამში, მარათონის ხანგრძლივობამ ზუსტად 68 საათი და 53 წუთი შეადგინა.

რეკორდის დამყარების პროცესს მუდმივად ესწრებოდნენ საქართველოს რეკორდების ფედერაციის წარმომადგენლები, მარათონი კი ფედერაციის ინტერნეტ–მაუწყებლობის საშუალებით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

აღსანიშნავია, რომ დიჯეი ვაჟიკოსთვის ეს სარეკორდო მცდელობა პირველი არ ყოფილა: გასულ წელს მან უკრაინაში შეუჩერებლად 50 საათისა და 50 წუთის განმავლობაში დაუკრა.

გინესის მსოფლიო რეკორდების ინფორმაციით, ყველაზე ხანგრძლივი DJ–ინგის რეკორდი ირლანდიელ ნორბერტ სელმაჟს ეკუთვნის. მან 2014 წლის 19–დან 27 ნოემბრის ჩათვლით 200–საათიანი მარათონი შეასრულა.

ამ თემაზე:

“ქართველი დიჯეი გინესის რეკორდის მოხსნას შეეცდება”

“თამარ ბაბილუამ ფორტეპიანოზე დაკვრაში რეკორდი დაამყარა”

loading...