11 October 2016

იოსებ ხუციშვილმა ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა (VIDEO)

Veteran World Championships 2016 - Ioseb Khutsishvili bronze
მრავალგზის მსოფლიო რეკორდსმენმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა იოსებ ხუციშვილმა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ჩემპიონატი პოლონეთში, 7–დან 9 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. 85 კგ წონით კატეგორიაში იოსებ ხუციშვილს თორმეტი კონკურენტი ჰყავდა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში იგი პოლონელ ტომას იაროჟკიევიჩს დაუპირისპირდა და 57–ე წამზე დაამარცხა.



აღსანიშნავია, რომ იოსებ ხუციშვილისთვის ეს პირველი მასშტაბური წარმატება არ ყოფილა. 2013 წელს ბელფასტში, “პოლიციისა და სახანძრო სამსახურის მსოფლიო ოლიმპიადის” ფინალში, პერუელი მოწინააღმდეგე დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

36 წლის მაიორი იოსებ ხუციშვილი შსს–ს ლოჯისტიკის დეპარტამენტის სპორტული კომპლექსის განყოფილებას ხელმძღვანელობს. მას საქართველოს რეკორდების ფედერაციის ორგანიზებით 10–ზე მეტი მსოფლიო რეკორდი აქვს დამყარებული აზიდვებსა და ორძელზე ვარჯიშში.

ამ თემაზე:

“იოსებ ხუციშვილმა ორი ახალი რეკორდი დაამყარა”

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები რეკორდების დამყარებას შეეცდებიან”

“სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელმა ორი რეკორდი მოხსნა”

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რეკორდები დაამყარეს”

“შსს–ს ორი თანამშრომელი რეკორდების დამყარებას შეეცდება”

“იოსებ ხუციშვილმა ბრიტანელი პედი დოილის რეკორდი მოხსნა”

“პოლიციის კაპიტანი იოსებ ხუციშვილი გინესის რეკორდის მოხსნას შეეცდება“
loading...