ჩხოროწყუში ყველაზე დიდი ელარჯი მომზადდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მეორე რეკორდი დაამყარა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა მხატვარმა ვახტანგ აბაშიძემ მორიგი რეკორდი ზეპირ მათემატიკურ გამოთვლაში დაამყარა იოსებ ხუციშვილმა მორიგი რეკორდი დაამყარა

12 November 2016

გურამ უსტიაშვილი საკუთარ რეკორდს კიდევ ერთხელ გააუმჯობესებს

Georgian strongman pulling cars with teeth
ორგზის მსოფლიო რეკორდსმენი – ძალოსანი გურამ უსტიაშვილი საკუთარი რეკორდის მოხსნას კიდევ ერთხელ შეეცდება: მან ერთმანეთზე გადაბმული ხუთი ავტომობილი კბილებით უნდა გაწიოს. ასპარეზობის მხარდამჭერია საქართველოს მინი კუპერის ფანკლუბი.

ღონისძიება ხვალ, 15:00 საათზე, მეტეხის ტაძრის ეზოში ჩატარდება. წესების თანახმად, სპორტსმენმა ერთმანეთზე გადაბმული ავტომობილები მინიმუმ სამ მეტრ მანძილზე უნდა გაწიოს. რეკორდის დამყარების პროცესს საქართველოს რეკორდების ფედერაციის წარმომადგენლები დააკვირდებიან.

22 წლის გურამ უსტიაშვილისთვის ეს ასპარეზობა პირველი არ არის. მისი დებიუტი 2013 წელს, “თბილისობის” დღესასწაულზე შედგა, როდესაც კბილებით სამი ავტომობილი გაათრია. მიმდინარე წლის 16 აგვისტოს კი შედეგი ერთი ავტომობილით გააუმჯობესა.

ამ თემაზე:

“გურამ უსტიაშვილმა კბილებით ოთხი ავტომობილი გაათრია”

“გურამ უსტიაშვილი კბილებით ოთხი ავტომობილის გაწევას შეეცდება”