26 February 2017

იოსებ ხუციშვილმა მორიგი რეკორდი დაამყარა

შსს–ს თანამშრომელმა რეკორდი კიდევ ერთხელ დაამყარა
მრავალგზის მსოფლიო რეკორდსმენმა – პოლიციის მაიორმა იოსებ ხუციშვილმა აზიდვებში საკუთარი მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა. ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ მხარდაჭერით ჩატარდა.

ასპარეზობა 23 თებერვალს, შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტის სპორტულ კომპლექსში ჩატარდა. ხუციშვილის მიზანი ცალ ხელზე, ამოტრიალებული მტევნით ერთ წუთში 65–ზე მეტი აზიდვის შესრულება იყო. მან მნიშვნელოვანი სხვაობით გადააჭარბა საჭირო რაოდენობას და 60 წამში 82 მოძრაობა შეასრულა. შედეგი საქართველოს რეკორდების ფედერაციამ დააფიქსირა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – დავით ვარდიაშვილი დაესწრო და სპორტსმენს წარმატება პირადად მიულოცა.

37 წლის იოსებ ხუციშვილი შსს–ს ლოჯისტიკის დეპარტამენტის სპორტული კომპლექსის განყოფილებას ხელმძღვანელობს. მას საქართველოს რეკორდების ფედერაციის ორგანიზებით ათზე მეტი მსოფლიო რეკორდი აქვს დამყარებული აზიდვებსა და ორძელზე ვარჯიშში. აგრეთვე, წარმატებულად ასპარეზობს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში: გასული წლის ოქტომბერში, მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 2013 წელს კი ბელფასტში, “პოლიციისა და სახანძრო სამსახურის მსოფლიო ოლიმპიადის” ჩემპიონი გახდა.

ამ თემაზე:









loading...