21 February 2017

ჯაგა ზვიადაურმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მეხუთე რეკორდი დაამყარა

ჯაგა ზვიადაურმა საპატიმროში მეხუთე რეკორდი დაამყარა
მსჯავრდებულმა ჯაგა ზვიადაურმა ე.წ. „ჩადომებში“ საკუთარი შედეგი გააუმჯობესა და მეხუთე მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ღონისძიება 20 თებერვალს, საქართველოს კუდოს ფედერაციის მხარდაჭერით, რუსთავის №17 პენიტენციურ დაწესებულებაში გაიმართა.

ზვიადაურის მიზანი ერთი წუთის განმავლობაში ჩაჯდომების მაქსიმალური რაოდენობის შესრულება იყო. აღსანიშნავია, რომ ამ სახეობაში საუკეთესო შედეგი – 47 ჩაჯდომა იტალიის მოქალაქე სილვიო საბას ეკუთვნოდა. 2015 წლის სექტემბერში ზვიადურმა ეს რიცხვი 62–მდე გაზარდა და მსოფლიო რეკორდსმენის სტატუსი დაიმსახურა.

ამჯერად მსჯავრდებულს საკუთარი შედეგის გასაუმჯობესებლად სულ მცირე 63 მოძრაობა უნდა შეესრულებინა, თუმცა მისმა ახალმა შედეგმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა დაწესებულ ნორმატივს: ზვიადაურმა 60 წამის განმავლობაში 73 მოძრაობის შესრულება მოასწრო და წარმატებით დაამყარა მეხუთე მსოფლიო რეკორდი.

40 წლის ჯაგა ზვიადაური სასჯელს 2006 წლიდან იხდის. რეკორდების დამყარება 2015 წლიდან დაიწყო. აღსანიშნავია, რომ იგი ამჟამად ერთადერთი, საქართველოს ისტორიაში კი მეორე მსჯავრდებულია, რომელმაც პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში რეკორდსმენის სტატუსი მოიპოვა.

ამ თემაზე:









loading...