22 February 2017

მაიორი იოსებ ხუციშვილი აზიდვებში მორიგი რეკორდის დამყარებას შეეცდება

იოსებ ხუციშვილი რეკორდის მოხსნას შეეცდება
23 თებერვალს, 13:00 საათზე, მრავალგზის მსოფლიო რეკორდსმენი – პოლიციის მაიორი იოსებ ხუციშვილი აზიდვებში საკუთარი შედეგის გაუმჯობესებას შეეცდება. ღონისძიების მხარდამჭერია შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ხუციშვილის მიზანია ცალ ხელზე, ამოტრიალებული მტევნით ერთ წუთში მაქსიმალური რაოდენობის აზიდვების შესრულება. ამ სახეობაში მოქმედი რეკორდის ავტორი თავად იოსებ ხუციშვილია (65 აზიდვა), მანამდე კი საუკეთესო შედეგი (59 აზიდვა) კანადელ დაგ პრუდენს ეკუთვნოდა.

ღონისძიება შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტის სპორტულ კომპლექსში (კახეთის გზატკეცილი, 38–ე კილომეტრი), ჩატარდება. რეკორდის დამყარების პროცესს დაესწრებიან და ადგილზე დააფიქსირებენ საქართველოს რეკორდების ფედერაციის წარმომადგენლები.

37 წლის იოსებ ხუციშვილი შსს–ს ლოჯისტიკის დეპარტამენტის სპორტული კომპლექსის განყოფილებას ხელმძღვანელობს. მას საქართველოს რეკორდების ფედერაციის ორგანიზებით ათზე მეტი მსოფლიო რეკორდი აქვს დამყარებული აზიდვებსა და ორძელზე ვარჯიშში. აგრეთვე, წარმატებულად ასპარეზობს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში: გასული წლის ოქტომბერში, მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 2013 წელს კი ბელფასტში, “პოლიციისა და სახანძრო სამსახურის მსოფლიო ოლიმპიადის” ჩემპიონი გახდა.



ამ თემაზე:

“იოსებ ხუციშვილმა ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა (VIDEO)”

“იოსებ ხუციშვილმა ორი ახალი რეკორდი დაამყარა”

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები რეკორდების დამყარებას შეეცდებიან”

“სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელმა ორი რეკორდი მოხსნა”

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რეკორდები დაამყარეს”

“შსს–ს ორი თანამშრომელი რეკორდების დამყარებას შეეცდება”

“იოსებ ხუციშვილმა ბრიტანელი პედი დოილის რეკორდი მოხსნა”

“პოლიციის კაპიტანი იოსებ ხუციშვილი გინესის რეკორდის მოხსნას შეეცდება“
loading...