19 February 2017

მსჯავრდებული ჯაგა ზვიადაური მეხუთე მსოფლიო რეკორდის დამყარებას შეეცდება

patimari jaga zviadauri rekords amyarebs
ოთხგზის მსოფლიო რეკორდსმენი – მსჯავრდებული ჯაგა ზვიადაური მორიგი რეკორდის დამყარებას შეეცდება.  ღონისძიება ხვალ – 20 თებერვალს, 16:00 საათზე, რუსთავის მე–17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაიმართება, სადაც ზვიადაური იხდის სასჯელს. ასპარეზობის მხარდამჭერია საქართველოს კუდოს ფედერაცია.

ჯაგა ზვიადაური ამჯერად საკუთარი რეკორდის გაუმჯობესებას შეეცდება: ახალი შედეგის მისაღწევად მან ერთი წუთის განმავლობაში 62–ზე მეტი ე.წ. „ჩაჯდომა“ უნდა შეასრულოს ცალ ფეხზე. აღსანიშნავია, რომ ამ სახეობაში თავდაპირველი რეკორდი – 47 ჩაჯდომა იტალიის მოქალაქე სილვიო საბას ეკუთვნოდა. 2015 წლის სექტემბერში ქართველმა მსჯავრდებულმა ეს შედეგი გააუმჯობესა და 60 წამში 62 მოძრაობის შესრულება მოასწრო, ამჯერად კი საკუთარი რეკორდის მოხსნას გეგმავს.

afisha - rekordsmeni patimari axali migwevistvis emzadeba

სარეკორდო ასპარეზობა რეკორდების ეროვნული ფედერაციის მსაჯების თანდასწრებით, ამჯერადაც რუსთავის მე–17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაიმართება. ღონისძიების პარტნიორია საქართველოს კუდოს ფედერაცია.

40 წლის ჯაგა ზვიადაური სასჯელს 2006 წლიდან იხდის. რეკორდების დამყარება 2015 წლიდან დაიწყო. აღსანიშნავია, რომ იგი ამჟამად ერთადერთი, საქართველოს ისტორიაში კი მეორე მსჯავრდებულია, რომელმაც პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში რეკორდსმენის სტატუსი მოიპოვა.

ამ თემაზე:










loading...