ჩხოროწყუში ყველაზე დიდი ელარჯი მომზადდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მეორე რეკორდი დაამყარა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა მხატვარმა ვახტანგ აბაშიძემ მორიგი რეკორდი ზეპირ მათემატიკურ გამოთვლაში დაამყარა იოსებ ხუციშვილმა მორიგი რეკორდი დაამყარა

17 May 2017

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ირაკლი როსტომაშვილი ასრულებს აზიდვებს, მსოფლიო რეკორდის დასამყარებლად
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირადი დაცვის დეპარტამენტის უმცროსმა ლეიტენანტმა – ირაკლი როსტომაშვილმა აზიდვების რეკორდი მოხსნა, რომელიც მანამდე ამერიკელი სპორტსმენს – ჯონი გრიუბის ეკუთვნოდა. შედეგი საქართველოს რეკორდების ფედერაციის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს.

ღონისძიება 15 მაისს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრში ჩატარდა. რეკორდის გასაუმჯობესებლად ირაკლი როსტომაშვილს 15–ინჩიანი საფეხურიდან 30 წამის განმავლობაში 28–ზე მეტი აზიდვა უნდა შეესრულებინა. მან დასახულ ამოცანას თავი წარმატებით გაართვა, 39 მოძრაობა შეასრულა და არსებულ შედეგს 11 ერთეულით გადააჭარბა. როსტომაშვილის მიღწევა ადგილზე დააფიქსირა ბრიტანული საერთაშორისო ორგანიზაციის – „რეკორდსმენთა რესპუბლიკის“ წარმომადგენელმა საქართველოში – დავით ხარატიშვილმა.

თანამშრომლებთან ერთად, ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი – ანზორ ჩუბინიძე და საქართველოს კუდოს ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტი ალექსი ფილფანი. მათ სპორტსმენს რეკორდის დამყარება მიულოცეს და წარმატება უსურვეს.

სდსს მსოფლიო რეკორდი

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო რეკორდსმენის სტატუსს ფლობს ირაკლი როსტომაშვილის ძმა – ძალოსანი გიორგი როსტომაშვილიც. 2014 წლიდან დღემდე მას რვა რეკორდი აქვს დამყარებული, 2015 წელს კი „რეკორდსმენთა რესპუბლიკის თასის“ შეჯიბრზე ინდივიდუალურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

ამ თემაზე:

11 May 2017

მხატვარმა ვახტანგ აბაშიძემ მორიგი რეკორდი ზეპირ მათემატიკურ გამოთვლაში დაამყარა

ვახტანგ აბაშიძე – ზეპირი გამოთვლა
რეკორდსმენმა მხატვარმა – ვახტანგ (ვატო) აბაშიძემ მორიგი მსოფლიო რეკორდი ზეპირ მათემატიკურ გამოთვლაში დაამყარა: მან 200–ნიშნა რიცხვიდან 99–ე ხარისხის ფესვი უმოკლეს დროში გამოიანგარიშა. გარდა ამისა, მას გაუმჯობესებული აქვს აბსტრაქტული ნახატების რაოდენობაც, რომელთა ჯამი უკვე 15 000–ს აჭარბებს.

ღონისძიება 10 აპრილს, საქართველოს რეკორდების ფედერაციის ოფისში ჩატარდა. 400–ის ჩათვლით ნაგულისხმევი სამნიშნა რიცხვთა მწკრივიდან, მსაჯთა კომისიის მიერ ლატარიის პრინციპით შეირჩა რიცხვი – 104, რომლის 99–ე ხარისხში აყვანის შედეგად მიღებულ იქნა 200–ციფრიანი რეზულტატი:

48562450177182127503892997241744678851993175821124227844905623029720194598982377435369734425595384040453730524510641134352003815849478346782159195720994669743551767663343210867104578697078334495391744

200–ციფრიანი რიცხვის ზეპირი ანგარიში


მოცემული რიცხვიდან ვახტანგ აბაშიძემ 99–ე ფესვის გამოთვლა ზუსტად 2 წუთში, 35 წამსა და 31 მეასედში მოახერხა და ახალი მსოფლიო რეკორდი დააფიქსირა.
შედეგის გასამყარებლად, განხორციელდა კიდევ ერთი ცდა: 242–ნიშნა რიცხვიდან (27399) ფესვის გამოანგარიშებისთვის რეკორდსმენს ზუსტად 4.07.93 წუთი დასჭირდა:

15139169695672014168479730672240524444331331088939160751451079173360227298244765361806909393103129012719327017220926565409617423226086978440111197076992829770553463412417912963362219592607802548837451287466950510841442132723166483278887308337

ზეპირი გამოანგარიშების პარალელურად, ვახტანგ აბაშიძეს 5 000 ერთეულით აქვს გაუმჯობესებული საკუთარი რეკორდი აბსტრაქტული ნახატების რაოდენობაში და 15 000–ს აჭარბებს. რეკორდსმენის განცხადებით, ციფრული ნახატები მან „ლენოვოს“ ლეპტოპით შეასრულა და ამჟამად ახალი ნამუშევრების შექმნასაც აგრძელებს.



ღონისძიებას დაესწრო და ვახტანგ აბაშიძის ნამუშევრებს მაღალი შეფასება მიანიჭა სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის სამრეწველო დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელი – ასოცირებული პროფესორი, ბატონი ჯუმბერ ბეჭვაია.

შეგახსენებთ, რომ ვახტანგ აბაშიძეს რეკორდსმენის სტატუსი პირველად 2014 წლის 16 დეკემბერს მიენიჭა, ციფრულ ფორმატში შესრულებული მაქსიმალური რაოდენობის (10 000–ზე მეტი) აბსტრაქტული ნახატისა და ესკიზების (5 383 ერთეული) შექმნისათვის. რაც შეეხება მის გონებრივ შესაძლებლობებს, ადრეული ასაკიდან უნიკალური შედეგები ჰქონდა ზეპირ მათემატიკურ გამოთვლაში, თუმცა ამ სფეროში ოფიციალური სარეკორდო შედეგი ახლა დააფიქსირა.