17 May 2017

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ირაკლი როსტომაშვილი ასრულებს აზიდვებს, მსოფლიო რეკორდის დასამყარებლად
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირადი დაცვის დეპარტამენტის უმცროსმა ლეიტენანტმა – ირაკლი როსტომაშვილმა აზიდვების რეკორდი მოხსნა, რომელიც მანამდე ამერიკელი სპორტსმენს – ჯონი გრიუბის ეკუთვნოდა. შედეგი საქართველოს რეკორდების ფედერაციის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს.

ღონისძიება 15 მაისს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრში ჩატარდა. რეკორდის გასაუმჯობესებლად ირაკლი როსტომაშვილს 15–ინჩიანი საფეხურიდან 30 წამის განმავლობაში 28–ზე მეტი აზიდვა უნდა შეესრულებინა. მან დასახულ ამოცანას თავი წარმატებით გაართვა, 39 მოძრაობა შეასრულა და არსებულ შედეგს 11 ერთეულით გადააჭარბა. როსტომაშვილის მიღწევა ადგილზე დააფიქსირა ბრიტანული საერთაშორისო ორგანიზაციის – „რეკორდსმენთა რესპუბლიკის“ წარმომადგენელმა საქართველოში – დავით ხარატიშვილმა.

თანამშრომლებთან ერთად, ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი – ანზორ ჩუბინიძე და საქართველოს კუდოს ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტი ალექსი ფილფანი. მათ სპორტსმენს რეკორდის დამყარება მიულოცეს და წარმატება უსურვეს.

სდსს მსოფლიო რეკორდი

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო რეკორდსმენის სტატუსს ფლობს ირაკლი როსტომაშვილის ძმა – ძალოსანი გიორგი როსტომაშვილიც. 2014 წლიდან დღემდე მას რვა რეკორდი აქვს დამყარებული, 2015 წელს კი „რეკორდსმენთა რესპუბლიკის თასის“ შეჯიბრზე ინდივიდუალურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

ამ თემაზე:

loading...