ჩხოროწყუში ყველაზე დიდი ელარჯი მომზადდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მეორე რეკორდი დაამყარა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა მხატვარმა ვახტანგ აბაშიძემ მორიგი რეკორდი ზეპირ მათემატიკურ გამოთვლაში დაამყარა იოსებ ხუციშვილმა მორიგი რეკორდი დაამყარა

21 August 2017

ჩხოროწყუში ყველაზე დიდი ელარჯი მომზადდება

ხვალ საქართველოში კულინარიული რეკორდი დამყარდება: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ყველაზე გრძელი ელარჯის (ღომში ჩაზელილი სულგუნი) მომზადება იგეგმება. შედეგს საქართველოს რეკორდების ფედერაცია დააფიქსირებს.

ელარჯის რეკორდი, ყველის ფესტივალის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით, 22 აგვისტოს გაიმართება. გიგანტური ზომის ელარჯი სოფელ ახუთში მომზადდება. სარეკორდო ცერემონიაზე დასწრების მსურველებს 16:00 საათიდან ელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ კულინარიული რეკორდების დამყარება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ამა თუ იმ ეროვნული კერძის პოპულარიზაციას ემსახურება. საქართველოში მსგავსი რეკორდი არასოდეს დამყარებულა.