ფედერაცია

საქართველოს რეკორდების ფედერაცია ჩამოყალიბდა 2012 წლის 6 თებერვალს. იგი არის ერთადერთი ხელმძღვანელი ორგანო სპორტის შესაბამის სახეობაში და პასუხს აგებს მის განვითარებაზე. ფედერაციის უფლებამოსილება მისი კომპეტენციის ფარგლებში ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ფედერაცია წარმოადგენს სპორტის შესაბამის სახეობას როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ფედერაცია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობის, შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების წესებისა და საკუთარი დებულების შესაბამისად.

საქართველოს რეკორდების ფედერაციის დამფუძნებლები არიან:



  • დავით ბეგიაშვილი - საქართველოს რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტი, ხუთგზის მსოფლიო რეკორდსმენი (BAR, IWRBC, ABR, UWR, AWRRF, MWR, RSWR, WOW და EWR ვერსიით), ”გინესის მსოფლიო რეკორდების” ჩელენჯერი, „მსოფლიო რეკორდების ხელშეწყობის ფონდის“ მთავარი კოორდინატორი საქართველოში და მსოფლიო რეკორდსმენთა საერთაშორისო კლუბის (IWRBC) ერთადერთი ქართველი წევრი.
  • მამუკა ორმოცაძე - საქართველოს რეკორდების ფედერაციის გენერალური მდივანი, მსოფლიო რეკორდსმენი (RSWR ვერსიით).
  • ვახტანგ სარაჯიშვილი - საქართველოს, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობა სამბოში.
ფედერაციის საქმიანობის მიზნებია:

ა) თავისი მმართველობის სფეროს განვითარების ხელშეწყობა ქვეყანაში;
ბ) თავისი მმართველობის სფეროსთან დაკავშირებულ ორგანიზაციებთან ურთიერთობა და ამ სფეროს განვითარების მიზნით თანამშრომლობის განმტკიცება;
გ) ეროვნული და მსოფლიო რეკორდების ორგანიზება და რეგისტრაცია;
დ) რეკორდების ფესტივალებისა და სხვა ღონისძიებების ჩატარება;
ე) ქართული რეკორდების ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა;
ვ) რეკორდების წიგნის გამოცემა;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეკორდსმენების მხარდაჭერა;
თ) ფედერაციის კომპეტენციის ფარგლებში სპორტული საზოგადოებების, ასოციაციების, კლუბების, სკოლებისა და სხვა ორგანიზაციების დაფუძნებისა და ფუნქციონირების ხელშეწყობა.